რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
ფოტო: თეგეტა
მასშტაბური კომერციული რეალიზაცია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების კომპლექსური მოდელი, ახალი ბრენდები და მყარი პოზიციები რეგიონში — 2025 წელი თეგეტა ჰოლდინგის მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესში სტრატეგიული ჩართულობა და მსხვილი ბიზნესის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოლდინგის როლი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზების პროცესში.
ფოტო: თეგეტა
ზურაბ ალავიძე, თეგეტა ჰოლდინგის მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: "გასული წელი ფუნდამენტური ცვლილებებით დაგვამახსოვრდა ბიზნესის განვითარების კუთხით. რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ გაყიდვებშიც. ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი თბილისის 200 ერთეული თანამედროვე ავტობუსით მომარაგება იყო. ამ მიმართულებით თეგეტას დიდი გამოცდილება აქვს, წელს კი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ქალაქს თანამედროვე, მაღალი სტანდარტის MAN-ის ბრენდის 18-მეტრიანი სატრანსპორტო საშუალებები მივაწოდეთ.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ტექნიკის მიწოდება არ არის. კომპანიის სტრატეგია ისეთი ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს, სადაც თითოეული ერთეული ტექნიკა მაქსიმალური დატვირთვითა და მინიმალური დანახარჯებით მუშაობს. ეს მიდგომა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის და სამუშაოების უწყვეტობას უზრუნველყოფს".
თეგეტა ჰოლდინგის სპეციალური დანიშნულების, მძიმე და სატვირთო ტექნიკის ბიზნესმიმართულება გასულ წელს პირველად, თუმცა მასშტაბური პარტნიორობით სადისტრიბუციო სეგმენტშიც შევიდა. ჰოლდინგმა საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში MAN-ის 58 ერთეული სატვირთო, საერთაშორისო კომპანიის ჩართულობით, Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიაწოდა.
ფოტო: თეგეტა
მაღალი კლასის ტექნიკით მოამარაგა თეგეტამ სამშენებლო სექტორიც. უშუალოდ სატვირთო მიმართულების ჯამური მაჩვენებელი კი 150 ერთეულის რეალიზაციაა, რაც ქართულ ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის 70%-ს შეადგენს.
კომპანიის მაღალი სტანდარტები არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ პარტნიორების მხრიდან სანდოობაზე აისახება. სწორედ თეგეტა ჰოლდინგის რეპუტაციის გათვალისწინებით, საქმიანობის ისტორიაში პირველად, გერმანულმა ავტოგიგანტმა MAN-მა საერთაშორისო კონფერენცია დუბაის რეგიონული კლასტერის გარეთ, თბილისში გამართა. მასპინძელი თეგეტა ჰოლდინგი იყო.
"გვეამაყება, რომ MAN-ის მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ჩვენი ორგანიზებით მოეწყო. TG Sales and Product Training-ს დილერები 23 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. უშუალოდ პრაქტიკული ნაწილი ჩვენს მრავალფუნქციურ ცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
მსგავსი ღონისძიებები კომპანიას აძლიერებს, არა მხოლოდ როგორც MAN-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, არამედ როგორც რეგიონულ ჰაბს, სადაც ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ხდება", — აცხადებს ზურაბ ალავიძე.
ფოტო: თეგეტაა
მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას მოითხოვდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები აზერბაიჯანში, სადაც თეგეტამ გასულ წელს ორ ტენდერში გაიმარჯვა. 10-მილიონიან ქვეყანას კომპანიამ 100-მდე ერთეული JCB-ს ტექნიკა გადასცა. ბრიტანული პრემიუმ ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში არიან ჩართულები. ტექნიკის მიწოდებასთან ერთად, თეგეტა ბაქოს სპეციალური დანიშნულების ავტოპარკის სრულ გამართულობაზეა პასუხისმგებელი.
სწორედ JCB-ს უშუალო ჩართულობით დაიწყო თეგეტამ ტრანსფორმაცია გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით. ბრიტანულ ბრენდთან პარტნიორობით დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სისტემური მიდგომები, რაც მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის მკვეთრ გაუმჯობესებას ემსახურება.
ზურაბ ალავიძე, თეგეტა ჰოლდინგის მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: "ჩვენი მიზანი გაყიდვების სტანდარტული მოდელიდან პარტნიორობის კომპლექსურ სისტემაზე გადასვლაა. JCB-სთან თანამშრომლობით დავნერგეთ საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც განსაკუთრებული როლი თანამედროვე ტექნოლოგიებს ენიჭება. მაგალითად, JCB Live link სისტემის მეშვეობით ჩვენ არა მხოლოდ რეალურ დროში ვმართავთ ტექნიკის ექსპლუატაციას, არამედ პრევენციულ მომსახურებაზე გადავდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მანამ ვხედავთ რისკებს, სანამ ისინი შეფერხებად იქცევა.
ამასთან ერთად, ჩვენს B2B მომხმარებელს ახალ მიდგომას ვთავაზობთ. ეს არის Total Cost of Ownership, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ტექნიკის ღირებულება არა მხოლოდ ყიდვის მომენტში, არამედ მისი ფლობის სრულ პერიოდში შეფასდეს. ეს არის რეალური დანახარჯების გათვლა შეძენიდან ექსპლოატაციის ბოლომდე. მომხმარებელი იღებს სრულ ეკოსისტემას: ტექნიკის მიწოდება, პროფესიონალური სერვისი და ავტოპარკის ციფრული კონტროლი".
2025 წლის შედეგებშია მოლაპარაკებების დაწყება ახალ ბრენდებთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების პორტფელი მნიშვნელოვნად გაფართოვდება. ასევე გეგმაშია მომსახურების სისტემების კიდევ უფრო დახვეწა და გამარტივება. იზრდება ჰოლდინგის როლი რეგიონული მასშტაბითაც, სადაც თეგეტა საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიას არა მხოლოდ კომერციულ, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჭრილში მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები