სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქრთამის აღების ფაქტზე ოცნების ხელისუფლების დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 7 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს.
საქმეების ნაწილი ეხება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის ცნობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებას.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი.
პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე: წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს. 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე სისხლის სამართლის საქმე: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს "ბერმუხის" მმართველს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებების გარეშე, სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად ექვსი წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს "ბერმუხაში". კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს "ბერმუხაში" და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნულ პერიოდში წვევამდელთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეოთხე: ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს "კროლ მედიქალ ქორფორეიშენის" და შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ოთხი ექიმი.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე სისხლის სამართლის საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტს.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს "თეგიკა უნივერსალის" დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს "ელმარის" მინდობილი პირისა და შპს "ექსპერტ სერვისის" ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეექვსე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს "ევრო გზის" დირექტორს და ბუღალტერს, შპს "ბილტმორის" დირექტორს და ინსპექტირების ორგანო — შპს "ექსპერტ ჰაუსის" ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გურჯაანის მერიასა და შპს "ბილტმორს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის — შპს "ევრო გზის" მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 477 551 ლარი. სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული შპს "ექსპერტ ჰაუსი", რომლის დასკვნის საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშსწორება. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, რეალურად შესრულებულ სამუშაოებსა და კომპანიის მიერ შედგენილ სამუშაოების შესრულების ამსახველ აქტებში დაფიქსირდა 38 158 ლარის სხვაობა. თავის მხრივ, ზემოხსენებული პასუხისმგებელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 38 158 ლარს.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეშვიდე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინათ.
ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა გურჯაანში, გ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 3 900 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე, რითაც სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით," — განაცხადეს სუს-ში.
შეგახსენებთ, 27 იანვარს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა და აღმკეთი ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
-
სტუდენტმა ლაბორატორიულ პირობებში კოსმოსური მტვრის ანალოგი შექმნა სტუდენტმა ლაბორატორიულ პირობებში კოსმოსური მტვრის ანალოგი შექმნა
გადახედვა
-
10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი 10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი
გადახედვა
-
შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო
გადახედვა
-
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? "ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?
გადახედვა
-
24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა 24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა
გადახედვა
-
ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის
-
ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს
გადახედვა
-
ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა — სახელმწიფომ მას €10 000-მდე უნდა გადაუხადოს ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა — სახელმწიფომ მას €10 000-მდე უნდა გადაუხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით
-
როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში
გადახედვა
-
მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი
გადახედვა
-
ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი
გადახედვა
-
ნარენდრა მოდი რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას დასთანხმდა — ტრამპი მზადაა ინდოეთს ტარიფები შეუმციროს ნარენდრა მოდი რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას დასთანხმდა — ტრამპი მზადაა ინდოეთს ტარიფები შეუმციროს
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
-
ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ
გადახედვა
-
საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით
გადახედვა
-
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
-
ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა
გადახედვა
კომენტარები