CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს
ფოტო: Social Media/via REUTERS
ირანიდან გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად განხორციელებულს რეპრესიებს, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი მსხვერპლი ჰყავს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი აქტივისტები აქამდე იუწყებოდნენ. CBS News-ის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს.
"[გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეფასებით] შესაძლოა 2 000 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ უფრო მეტი მსხვერპლიც არის. ჩემი შიშია, რომ საბოლოო რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი აღმოჩნდეს", — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, ივეტ კუპერმა.
CBS News წერს, რომ სიმართლის დადგენა უკიდურესად რთულია, რადგან ირანის მკაცრი რეჟიმის მმართველებმა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი პრაქტიკულად სრულად გათიშეს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის სრული ბლოკირება მეხუთე დღეა გრძელდება, სამშაბათს ზოგიერთ ირანელს უკვე შეეძლო ქვეყნის გარეთ დარეკვა, თუმცა ამ დროისთვის ირანში გარედან დარეკვა კვლავ შეუძლებელი იყო.
- CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა
- ინტერნეტის გათიშვა და სულ მცირე 45 დაღუპული — ბოლო ცნობები ირანიდან
ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს განუცხადა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო პერსონალის ცნობებზე დაყრდნობით პროტესტების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობას აგროვებენ, თვლიან, რომ მსხვერპლი სულ მცირე 12000 ადამიანს შეადგენს და შესაძლოა ისიც, რომ დაღუპულთა რიცხვი 20000 იყოს.
იგივე წყაროს თქმით, უსაფრთხოების ძალები თეირანის კერძო საავადმყოფოებში მიდიან, პერსონალს ემუქრებიან და სთხოვენ, გადასცენ იმ ადამიანების სახელები და მისამართები, რომლებიც პროტესტების დროს მიღებული დაზიანებების გამო მათთან მკურნალობენ.
ირანის ოფიციალურ პირებს არ გამოუქვეყნებიათ არეულობების შედეგად დაღუპულთა ოფიციალური მონაცემები. Reuters-მა სამშაბათს უცნობ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროტესტების დაწყებიდან, 28 დეკემბრიდან დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა. ამავე წყარომ ძალადობა უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფ "ტერორისტებს" დააბრალა და ისიც კი განაცხადა, რომ ქაოსის გასაღვივებლად აგიტატორებს ფულს უხდიდნენ.
ცნობისთვის, ირანში მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევებზე პროტესტის ნიშნად ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ თავისი სავაჭრო ობიექტი დახურა.
მეტი ირანში მიმდინარე მოვლენებზე:
- დავით მათიკაშვილი: "ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას"
- ინდოეთმა საკუთარ მოქალაქეებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა
- CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა
- HRANA: ირანში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
- ტარიფებსა და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის — ჩინეთი დონალდ ტრამპს გამოეხმაურა
- Bloomberg: ირანმა რუსეთს $2.7 მლრდ-ის რაკეტები გაუგზავნა
- ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
- აშშ-ის სახდეპი და აშშ-ს საელჩო ირანში თავის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს
- ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ 25%-იან ტარიფს უწესებს
- კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ
- შაჰ ფეჰლავის ვაჟი მზადაა, ირანში დაბრუნდეს
- რეზა ფეჰლავი: "ირანის თავისუფლება ახლოს არის, ჩვენ მარტო არ ვართ — გლობალური დახმარებაც მალე მოვა"
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები