TI: საგამოძიებო უწყებები "ქართული ოცნების" შიდაპარტიული გარჩევების სამსახურში არიან
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებთან, დაკავებასთან და გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მთავრობის მხრიდან "კორუფციასთან ბრძოლა" ქართული ოცნების შიგნით კლანური დაპირისპირებაზე მიუთითებდეს. TI მიმდინარე გამოძიებებსა და მათ ფიგურანტებზე წერს,"რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები არიან."
"ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოძიებებმა, მათმა დაკავებებმა და გირაოთი გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა: არის ეს რეალურად ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა, თუ ქართული ოცნების შიგნით კლანური დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე თავიდან იცილებენ პარტიის ყოფილ წევრებს კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები.
ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა ქართული ოცნების კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება", — წერია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
TI წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის "გაბრაზების" მიზეზი უცნობია, თუმცა მათი განმარტებით, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, მაგალითად, "ივანიშვილის ეჭვიანობა" იმასთან დაკავშირებით, რომ ლილუაშვილ-ღარიბაშვილმა დასავლეთისგან "გარანტიების გამოვაჭრება" შეძლეს ან "მათი ჩართულობა თაღლითურ ქოლცენტრებში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემებში, თუ სხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წერს, რომ ერთი რამაა ნათელი — "ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა"
"უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს. ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, იქნებოდა ეს:
ივანიშვილის ეჭვიანობა, თითქოს ლილუაშვილ/ღარიბაშვილმა შეძლეს დასავლეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა და საკუთარი თავებისთვის გარანტიების გამოვაჭრება;
მათი ჩართულობა თაღლითურ ქოლცენტრებში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემებში, თუ სხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში;
თუ ივანიშვილის მცდელობა, მის მიერ წლების განმავლობაში ნებადართული კორუფციით გამდიდრებული პირებისგან შეივსოს დასავლური სანქციებით მიღებული ფინანსური ზარალი.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია — ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა", — წერს TI.
TI ასევე წერს, რომ 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურის მიერ დაწყებულ 8 გამოძიებაში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. გამოძიებები ალკოჰოლის უკანონო წარმოებას და გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილ ხიდს ეხება.
"2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 8 გამოძიება, სადაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ლილუაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
გამოძიებები ეხება გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილ ხიდს, რომლის ზარალი აღემატება 16 მილიონ ლარს, „ლაგი კაპიტალის“ საქმეს – 11 მილიონი ზარალით, და ალკოჰოლის უკანონო წარმოებას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი ბრალდებულთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან; ასევე გამოძიების პროცესშია 4 მილიონზე მეტი ლარის უკანონო დაუფლების საქმეც. ჯამში, ზარალი 32 მილიონ ლარს აჭარბებს", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.
TI ლილუაშვილის კლანში კიდევ რამდენიმე სახელს მოიხსენიებს, ესენია:
- ირაკლი ქარსელაძე;
- კობა გაბუნია;
- დავით ტაბიძე;
- ლევან კუპატაშვილი;
- ვლადიმერ ხუნდაძე;
- კობა ხუნდაძე;
- ანდრია ლილუაშვილი;
- ბიჭიკო პაიკიძე;
TI წერს, რომ 2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ 6 გამოძიებაში ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. გამოძიებები შემდეგ თემებს ეხება: სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა, უაქციზო სიგარეტის უკანონო წარმოების საქმე და ირაკლი ღარიბაშვილისა და რომეო მიქაუტაძის დაუსაბუთებელი შემოსავლის საქმეები.
"2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 6 გამოძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
გამოძიებები ეხება: სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვას, რამაც სახელმწიფო 1,333,728 ლარით აზარალა; უაქციზო სიგარეტის უკანონო წარმოების საქმე; და ირაკლი ღარიბაშვილისა და რომეო მიქაუტაძის დაუსაბუთებელი შემოსავლის საქმეები", — წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს სტატიაში.
ღარიბაშვილის კლანთან დაკავშირებით TI შემდეგ პიროვნებებს ასახელებს:
- რომეო მიქაუტაძე;
- ჯუანშერ ბურჭულაძე;
- გიორგი ხაინდრავა;
- ვლადიმერ ღუდუშაური;
- ვასილ მხეიძე;
- ნუგზარ ცაბაურაშვილი.
-
ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101 ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101
გადახედვა
-
"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს "ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
გადახედვა
-
ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
გადახედვა
-
თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
-
"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე "უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
კომენტარები