ჯარიმა 2000 ლარი, ან პატიმრობა 1-დან 7 წლამდე — წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე კანონი მკაცრდება
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე აცხადებს, რომ წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე პირველ ჯერზე 2000-ლარიანი ჯარიმაა, ხოლო გამეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
"წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება", — აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
ეროვნული სატყეო სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები