WorldSkills 2025 — თეგეტა აკადემიას მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართა საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი
ფოტო: თეგეტა
პროფესიული განათლების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა
WorldSkills საქართველო 2025-ის ფარგლებში, თეგეტა აკადემიის მხარდაჭერით, საქართველოში ავტომობილის ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ეროვნული კონკურსი ჩატარდა — საქართველოს განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით.
კონკურსი თეგეტა მოტორსისა და თეგეტა აკადემიას ბაზაზე გაიმართა და მასში 21 წლამდე ასაკის ავტომოყვარულები მონაწილეობდნენ, რომლებიც საჭირო პროფესიულ უნარებს ფლობდნენ. პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ინდუსტრიაში დასაქმებულები და ინდივიდუალური მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოში, თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრში, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდნენ — მათ ავტომობილებზე კონკრეტული დაზიანებები უნდა აღმოეჩინათ და გამოესწორებინათ. კონკურსისთვის საჭირო რესურსი სრულად თეგეტა მოტორსმა უზრუნველყო, მათ შორის, დანადგარები, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალები, კონკურსის შინაარსობრივი მხარე და ექსპერტის ჩართულობა.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიას დირექტორი: “მოხარულები ვართ, რომ თეგეტა აკადემია საავტომობილო ინდუსტრიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებისთვის ძლიერი მოტივაციაა, ხოლო ინდუსტრიისთვის — ტალანტების აღმოჩენის ეფექტური გზა. პროფესიის პოპულარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში კადრების დეფიციტის შემცირებასა და საავტომობილო სფეროს კიდევ უფრო განვითარებაზე აისახება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ახალგაზრდებს საავტომობილო ტექნოლოგიების მიმართულებით, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ, რის გამოც ეს პროფესია, ცხადია, კიდევ უფრო პრესტიჟული ხდება“.
ფოტო: თეგეტა
WorldSkills საქართველოს 2025 წლის ეროვნული კონკურსი ექვს პროფესიულ მიმართულებას მოიცავდა: ვებტექნოლოგიებს, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, მოდის ტექნოლოგიას, კონდიტერიას, თმის მომსახურებას და წელს პირველად უკვე საავტომობილო ტექნოლოგიებსაც.
კახა ხანდოლიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: “პროფესიული განათლების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საშუალებას იძლევა, პროფესიული განათლება მეტად პრაქტიკული და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული გახდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან საქართველო WorldSkills-ის სრულუფლებიანი წევრია, რის გამოც, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით, შესაძლებელი გახდა კონკურსის მასშტაბის გაზრდა და ახალი საკონკურსო მიმართულებების დამატება.
ეს ყველაფერი ზრდის სხვადასხვა პროფესიის წარმოჩენის შესაძლებლობას, ახალგაზრდებს ეძლევათ ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების რეალური პერსპექტივები. კონკურსის თითოეული მიმართულების პრიზიორებს საშუალება ეძლევათ, საქართველო 2026 წლის 22-26 სექტემბერს შანხაიში დაგეგმილ WorldSkills-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარადგინონ“.
WorldSkills International პროფესიული უნარების მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია. ის 85-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. WorldSkills International-ის მისიაა, ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები