12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა — საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
500 Global-ის ინიციატივით, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა. აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობდა 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის სტარტაპი.
პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიება — Demo Day-ზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს.
“500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, უკვე რიგით მეცხრე აქსელერაციის პროგრამა გავმართეთ საქართველოში, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა პროფილის მქონე 12 კომპანია. ისინი სრულიად განსხვავებული სექტორებისთვის ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს — ჯანდაცვის სფეროდან მარკეტინგამდე. მართლაც შთამბეჭდავია პროგრესი, რომელიც პროგრამის დაწყებიდან დღემდე მივიღეთ. ჩვენ ვაგრძელებთ განსხვავებული პროფილის სტარტაპების მოზიდვას საქართველოში, რათა ხელი შევუწყოთ მათ სწრაფ ზრდასა და მასშტაბირებას. გვეამაყება, რომ საქართველოს ბანკთან და GITA-სთან თანამშრომლობით, განხორციელებული ინვესტიციები ხელს უწყობს თბილისისა და საქართველოს სტარტაპ აქსელერაციის ჰაბად ჩამოყალიბებას”, — აღნიშნავს პედრო ვიერა, პარტნიორი, 500 Global.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა ისეთ გლობალურ პარტნიორთან თანამშრომლობით საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის განხორციელება, როგორიც 500 Global-ია. 500 Global in Eurasia-ს პროგრამის მიმართ დაინტერესება რეგიონში ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში საქართველოს სტარტაპების ჰაბად პოზიციონირების და კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია, რომ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას მზარდი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლებში, პროგრამაზე კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო სტარტაპს ვიხილავთ”, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
500 Global in Eurasia-ს ახალ ნაკადზე მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების საშუალებას აძლევს.
500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება შეძლონ. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები