აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ფოტო: ნეტგაზეთი
გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დღეს ჩანიშნულ პროცესზე სადიგოვმა განაცხადა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, ისევ რუსთაველზე გავა.
"მე ქართველი ხალხის გულშემატკივარი ვარ ბოლომდე, რომელთა უფლებებიც ირღვევა და უარს ვეტყვი დიქტატორ ივანიშვილის, ვინც დიქტატურას უჭერს მხარს... აქედან რომ წავალ, კიდევ რუსთაველზე გავალ. ნუ იქნებით პოლიტიკური დაკვეთების და დიქტატურის მხარდამჭერი. კითხვა მაქვს — რატომ არ იძიებთ თქვენ და რასაც გაბარებენ ზემდგომები ამას ასრულებთ?. მე სხვა კითხვა არ მაქვს, მხოლოდ პროტესტი მაქვს, ივანიშვილის და დიქტატურის მიმართ," — განაცხადა სადიგოვმა სასამართლე პროცესზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს შსს-ს თანამშრომლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეომასალა, სადაც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებდნენ გზის გათავისუფლებისკენ ქართულ ენაზე. მიუხედავად ადვოკატის განმარტებისა, რომ აფგან სადიგოვს არ ესმის ქართული ენა, მოსამართლემ აღნიშნული გარემობა არც კი შეაფასა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი"
"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
აფგან სადიგოვი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2025 წლის 22 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს აფგან სადიგოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც საპროტესტო აქციაზე გზის სავალი ნაწილის სრულ ან ნაწილობრივ გადაკეტვას გულისხმობს და სახდელის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
აფგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე საათი ჰყავდათ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილი. პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის და გასაუბრების შესაძლებლობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები და სასამართლო პრაქტიკა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ფაქტობრივად ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებას საქართველოში. გაუმართლებლად მაღალი სახდელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაბალი პროცედურული სტანდარტების ფონზე, ქმნის ადამიანის თავისუფლებებში უხეში და აგრესიული ჩარევის მაღალ რისკებს და მოქალაქეს სრულიად დაუცველს ტოვებს რეპრესიული სახელმწიფო აპარატის წინაშე.
მოცემულ შემთხვევაშიც, აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი მიზანი პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯა უფროა", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფგან სადიგოვი 22 ოქტომბერს დააკავეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საღამოს რუსთაველზე, აქციაზე წავიდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, იქამდე არ მისულა, მის სახლთან დამონტაჟებული კამერა კი, მაღალი ალბათობით, გამორთული იყო.
"ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული საბოლოოდ. ახლა დაგვიდასტურა პატრულმა!
აფგან სადიგოვთან კონტაქტი გაწყდა დღეს საღამოს და ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით.
კამერა, რომელიც მის სახლთან დავამონტაჟეთ, მაღალი ალბათობით გამორთული აღმოჩნდა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელიც ემთხვევა მისი ბოლო კომუნიკაციის დროს მეუღლესთან, სადაც მან უთხრა, რომ რუსთაველზე მიდიოდა.
რუსთაველზე აფგან სადიგოვი, მაღალი ალბათობით, ვერ წავიდა, რადგან მისი თანმხლები პირი, ვისთან ერთადაც მეტროთი რუსთაველზე მიდიოდა ხოლმე, ამბობს, რომ დანიშნულ დროს აფგანი მასთან არ მივიდა. გამორთული კამერა მისი გასვლის ეპიზოდს არ აჩვენებს", — დაწერა თამთა მიქელაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებოდნენ. სადიგოვი 12 სექტემბრიდან 161 დღე შიმშილობდა. 2025 წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება იკრძალება, რის შემდეგ სადიგოვმა შიმშილბა შეწყვიტა.
- აფგან სადიგოვი: არ ვაპირებ გირაოს გადახდას
- აფგან სადიგოვი: "პარტიას "ქართული ოცნება" რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება არასდროს იქნება დიქტატურა"
- აფგან სადიგოვი თავისუფალია — 17 აპრილს SJC სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს
- SJC: სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა აფგან სადიგოვი უკანონო პატიმრობაში დატოვეს
- SJC: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი [161-ე დღეს] შიმშილობას წყვეტს
- SJC: აფგან სადიგოვი 159 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
- აფგან მუხთარლი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
- აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგანს ადიგოვი მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს
- აფგან მუხთარლი: თუ აფგან სადიგოვი დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი ილჰამ ალიევი იქნება
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი: აფგან სადიგოვის მდგომარეობა დამძიმდა და კრიტიკულია
- SJC: 5 თებერვალს აფგან სადიგოვი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა
- აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზეა
- აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია 7 დღით აუკრძალა
- აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
- ხვალ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები