მაია ჩანქსელიანის თქმით, "ოცნების" მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესმა განათლების სისტემაში მიღწეულ პროგრესს
ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმების შემდეგ "უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციასთან" დაკავშირებით ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაია ჩანქსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით შემოთავაზებული რეფორმები იმ პრობლემებს არ პასუხობს, რაც განათლების სისტემაში რეალურად არსებობს და "ამ ცვლილებების განხორციელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რაც საქართველოს უმაღლესმა განათლებამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიაღწია".
"საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია რიგ რეალურ და გადაუდებელ გამოწვევას აღიარებს. ხარისხის უთანაბრობა, მოძველებული ინფრასტრუქტურა, სწავლასა და კვლევას შორის სუსტი კავშირი და რეგიონული დისბალანსი მართლაც წარმოადგენს სისტემურ პრობლემებს. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა პასუხად ისეთი ტიპის "რეფორმებს" გვთავაზობს, რომლებიც უმეტესწილად ცენტრალიზაციასთან, პოლიტიკურ კონტროლთან და უკვე ერთხელ უარყოფილ მიდგომებთან დაბრუნებას გულისხმობს. ამ ცვლილებების განხორციელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რაც საქართველოს უმაღლესმა განათლებამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიაღწია", — დაწერა მაია ჩანქსელიანმა.
პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ დაანონსებული რეფორმები "გლობალური აკადემიური სივრციდან ჩამოშორების სიგნალია იმ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი, და არა ნაკლები, საერთაშორისო კავშირები". მისივე განმარტებით, პრობლემურია "ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტის" ინიციატივაც, რადგან "უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციურ ავტონომიას არღვევს."
"საჯარო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა შემაშფოთებელია. ეს გლობალური აკადემიური სივრციდან ჩამოშორების სიგნალია იმ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი, და არა ნაკლები, საერთაშორისო კავშირები. უცხოელი სტუდენტები სასწავლო გარემოს ამდიდრებენ, აკადემიურ სტანდარტებს ამაღლებენ, კულტურათაშორისი გაგების უნარს აძლიერებენ და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობენ. გლობალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღია და ინტერნაციონალიზებული უნივერსიტეტები გაცილებით ძლიერნი არიან ინტელექტუალურად, კულტურულად და ფინანსურადაც.
განსაკუთრებით პრობლემურია ინიციატივა "ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტის" პრინციპის დანერგვის შესახებ. აკადემიური პროფილების მექანიკური გადანაწილება უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციურ ავტონომიას არღვევს, ინოვაციურ პოტენციალს აფერხებს და დისციპლინური მრავალფეროვნების მნიშვნელობას უგულებელყოფს. წარმატებული განათლების სისტემები არსად ასეთი მოდელით არ მუშაობს.
მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ცენტრალურად განისაზღვროს თითოეული სპეციალობის ძირითადი და არჩევითი საგნები. აკადემიური ხარისხის გაუმჯობესების ეს მიდგომა თავისთავად მცდარია. საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი დამოუკიდებელ, ავტონომიურ აკადემიურ საზოგადოებაში უნდა იქმნებოდეს და არა სახელმწიფო უწყებებში. ამავე ლოგიკით, სახელმძღვანელოების ცენტრალური დაგეგმვით და შემუშავებით განათლების სისტემას საბჭოთა ეპოქის ჩარჩოებში დაბრუნდება.
არანაკლებ შემაშფოთებელია სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრა შრომის ბაზრის პროგნოზირების საფუძველზე. ეს მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ კაპიტალისტური სისტემის პირობებში სახელმწიფო ოდესმე შეძლებს ზუსტად განსაზღვროს შრომის ბაზრის მოთხოვნა. ეს არსად ამართლებს და გვაბრუნებს საბჭოთა კავშირის გეგმური ეკონომიკის პრინციპებთან, სადაც ერთადერთი დამსაქმებელი იყო სახელმწიფო და არ არსებობდა კერძო სექტორი. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში სტუდენტებსა და უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, განსაზღვრონ რას ისწავლიან და რას ასწავლიან. შრომის ბაზარი არ არის მექანიკური სისტემა, რომლის რეგულირებაც კვოტებით შეიძლება. შრომის ბაზრის მოთხოვნა ინოვაციების, ინდივიდუალური მისწრაფებების, დემოგრაფიული ცვლილებების, გლობალური და ლოკალური ეკონომიკური დინამიკისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების ფონზე ყალიბდება", — დაწერა პროფესორმა ჩანქსელიანმა.
ოქსფორდის ქართველი პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ "დიპლომების ხარისხობრივი გათანაბრების სრული პასუხისმგებლობის სახელმწიფოსთვის გადაცემა ფუნდამენტურად მცდარია" და ეს პასუხისმგებლობა თავად უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს. მისივე განმარტებით, "საკადრო გადაწყვეტილებები უნივერსიტეტებმა თავად უნდა მიიღონ საკუთარი საგანმანათლებლო, კვლევითი და ფინანსური საჭიროებების შესაბამისად, და არა ცენტრალური წესდებით."
"დიპლომების ხარისხობრივი გათანაბრების სრული პასუხისმგებლობის სახელმწიფოსთვის გადაცემა ფუნდამენტურად მცდარია. ამ პასუხისმგებლობის მატარებელი თავად უნივერსიტეტი უნდა იყოს—შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებით და ისეთი აკადემიური სტანდარტებით, რომლებიც ასახავს კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის მიზნებსა და პროფილს. ხარისხი ვერ იქმნება ბრძანებით ან კანონით. ხარისხი იქმნება მაშინ, როდესაც არსებობს ნდობა უნივერსიტეტების მიმართ, ხარისხის შეფასების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემები და ძლიერი აკადემიური კულტურა.
გარდა ამისა, კონცეფციაში შემოთავაზებული საკადრო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტებს, იქნება არაეფექტური და მოუქნელი. არსებობს უამრავი მოდელი, სადაც წარმატებით ხდება აკადემიური საქმიანობის განხორციელება ნაწილობრივი, შერეული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული კონტრაქტებით. საკადრო გადაწყვეტილებები უნივერსიტეტებმა თავად უნდა მიიღონ საკუთარი საგანმანათლებლო, კვლევითი და ფინანსური საჭიროებების შესაბამისად, და არა ცენტრალური წესდებით", — დაწერა პროფესორმა.
ჩანქსელიანი აღნიშნავს, რომ " საქართველოს სჭირდება უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც არის ღია, ავტონომიური და გლობალურად დაკავშირებული და არა ისეთი, რომელიც აფერხებს სისტემის განვითარებას და წარსულის შეცდომებს იმეორებს."
"როგორც ქართველი მეცნიერი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი აქვს ნამუშევარი უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში — მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე — ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ნათლად მინახავს, რა ზიანს აყენებს სისტემას რეფორმები, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს. საქართველოს სჭირდება უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც არის ღია, ავტონომიური და გლობალურად დაკავშირებული და არა ისეთი, რომელიც აფერხებს სისტემის განვითარებას და წარსულის შეცდომებს იმეორებს.
საქართველოს სტუდენტები და მეცნიერები ისეთ უმაღლესი განათლების სისტემას იმსახურებენ, რომელიც ფიქრისა და ინოვაციის თავისუფლებას უზრუნველყოფს", — დაწერა ჩანქსელიანმა.
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
კომენტარები