ისრაელმა და "ჰამასმა" სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს
ისრაელმა და "ჰამასმა" სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა და აღნიშნავ, რომ "ეს არის უდიდესი დღე არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, მის მეზობელი ქვეყნებისათვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის".
"ძალიან ამაყად ვაცხადებ, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ისრაელი,შეთანხმებულ ხაზამდე, თავის ჯარებს გაყვანას დაიწყებს — როგორც პირველ ნაბიჯს ძლიერი, გამძლე და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან! ეს არის უდიდესი დღე არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, მის მეზობელი ქვეყნებისათვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ მადლობას ვუხდით მედიატორებს კატარიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს, რათა ეს ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა მომხდარიყო", — დაწერა დონალდ ტრამპმა.
შეთანხმების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ პრემიერის ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა. უწყების ცნობით, ნეთანიაჰუმ ტრამპი ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.
"ორ ლიდერს შორის გაიმართა ძალიან ემოციური და თბილი საუბარი, რომლის დროსაც მათ ერთმანეთს ისტორიული მიღწევა — ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმება — მიულოცეს," — ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
სხვა განცხადებაში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ყველა მათი მძევალი შინ დაბრუნდება, რაც მისი თქმით, ისრაელის სახელმწიფოსთვის დიპლომატიური წარმატება, ეროვნული და მორალური გამარჯვებაა.
"გეგმის პირველი ფაზის დამტკიცებით, ყველა ჩვენი მძევალი შინ დაბრუნდება. ეს არის დიპლომატიური წარმატება, ეროვნული და მორალური გამარჯვება ისრაელის სახელმწიფოსთვის...თავიდანვე ცხადი გავხადე: არ მოვისვენებთ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და ყველა ჩვენი მიზანი არ შესრულდება...მტკიცე ნებით, ძლიერი სამხედრო მოქმედებით და ჩვენი დიდი მეგობრისა და მოკავშირის, პრეზიდენტ ტრამპის უდიდესი ძალისხმევით, მივაღწიეთ ამ გადამწყვეტ, გარდამტეხ მომენტს… ღმერთმა დალოცოს ისრაელი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდი ალიანსი," — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელმა და ჰამასმა 8 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გეგმა ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებას ითვალისწინებს.
ტრამპმა მოლაპარაკებებზე ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაგზავნა, შეხვედრაზე ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი, სტრატეგიული საკითხების მინისტრი რონ დერმერი წარმოადგენდა.
ღაზის ხელისუფლების ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმიდან მოყოლებული, ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა 67 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და სექტორის დიდი ნაწილი მიწასთანაა გასწორებული. ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმის დროს დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი, ხოლო 251 მძევლად წაიყვანეს ღაზაში. ამჟამად 48 მძევლიდან დაახლოებით 20-ის ცოცხლად ყოფნაა დადასტურებული.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები