შსს: 4 ოქტომბრის საქმეზე იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, აქედან დაკავებულია 13
შსს-მ 4 ოქტომბრის საქმეზე 13 მოქალაქე დააკავა. "ოცნების" ხელისუფლების შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი.
"4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი — საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი.
ესენი არიან: თ.მ, ა.ნ, დ.ჟ, ბ.მ, ა.გ, ე.შ, გ.რ, ვ.ფ, დ.ს, მ.მ, ა.ხ, კ.მ, ს.მ
ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში, პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით". — განაცხადა დარახველიძემ ბრიფინგზე.
4 ოქტომბერს მოქალაქეებმა პარლამენტთან 16:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მანამდე მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრმა, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
დაახლოებით 18:00 პაატა ბურჭულაძემ "4 ოქტომბრის დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს", "კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია" და "გარდამავალ პერიოდი" გამოაცხადა.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თითოეული მოქალაქისთვის.
ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე, კენსჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხს:
ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს;
ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
მესამე – ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას", — განაცხადა ბურჭულაძემ.
ამის შემდეგ თქვა, რომ "ოცნების" 6 წარმომადგენლის "სასწრაფოდ დატყვევება და საპყრობილეში მიყვანა უნდა მოითხოვონ. ესენი არიან: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი.
ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ მოქალაქეებს მოუწოდა წასულიყვნენ ერთად ათონელის რეზიდენციისკენ და ტერიტორია დაეკავებინათ.
მოქალაქეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს მესერი შეანგრიეს
პროტესტანტების ნაწილმა, პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს მესერი მოანგრიეს და რეზიდენციის ეზოში შესვლა სცადეს. საპოლიციო ძალებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავები მოქალაქეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდნენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის. შსს-ს ცნობით დაშავდა 14 სამართალდამცავი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად საავადმყოფოში აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგებზე განაცხადეს, რომ ყველა ვინც პოლიციელებზე იძალადა უმკაცრესად დაისჯებოდა. კალაძემ გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
მოგვიანებით, მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრი პაატა ბურჭულაძე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "ჰერლსიკორეში გადაიყვანა. კლინიკაში მყოფი საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია "ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასწარაფო დახმარების ბრიგადა ამბობს, რომ იყო მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია და, იშემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს შემდგომ გამოკვლევებს. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის შეუძლოდ გახდომის ერთ-ერთ მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სპრეით ინტოქსიკაცია.
კლინიკაში გადაყვანამდე პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მიდის და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას კვლავ შეუერთდება. მოგვიანებით, პაატა ბურჭულაძე კლინიკაში დააკავეს.
4 ოქტომბრის ეროვნული კრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე იმავე ღამეს დააკავეს, 6 ოქტომბერს კი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები