მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

3 Oct. 2025, 16:08

"ამოცანა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც ჩვენმა მაჟორიტარებმა და საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ თბილისში და არამარტო თბილისში ჩაატარა. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან წარმატებულად ჩატარდა კარდაკარი. გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი ქართულ ოცნებას არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ.

არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით ქართულ ოცნებას, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემი თხოვნაა, მობრძანდით არჩევნებზე და ხმა საერთო კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს დავუჭიროთ და ჩვენს მაჟორიტარებს, რომ ქართულ ოცნებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხელში არ ჩავუგდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ბრძოლის მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…