ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ქართულმა ბანკებმაც მას და მის ოჯახს საბანკო ანგარიშები გაუყინეს
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ლევან ვასაძე წერილს ავრცელებს სადაც აცხადებს, ქართულმა ბანკებმა, სადაც მას და მის ოჯახს ანგარიშები ჰქონდა, საბანკო მომსახურება შეუზღუდეს.
"საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც", — აცხადებს ვასაძე.
მისი შეფასებით, "მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ "ბოლშევიკები" და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ".
ლევან ვასაძე წერს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა თიბისი ბანკმა მისი და მისი ცოლის ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი, ასევე, მისი სრულწლოვანი შვილების, დის და დედის ანგარიშები დაბლოკა.
"იგივე ბედი ეწია ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.
მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა — "საქართველოს ბანკმა" — მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, "თიბისი"-სთან ერთად, საქართველოს ბანკმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს — მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.
ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება", — დაწერა ვასაძემ.
ვასაძის განცხადებით, ის არც ქართველი პოლიტიკოსია, არც მედიამაგნატი და არასოდეს გაუვრცელებია არავითარი "პრორუსული დეზინფორმაცია". ვასაძე ბრიტანეთის მთავრობის მიერ მისი სანქცირების მიზეზს მცდარს უწოდებს. მისივე თქმით ბრიტანეთის მთავრობა ან შეცდომაში შეიყვანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ან ეს "მცდარი ბრალდებები" სხვა, მისთვის უცნობი მიზეზით დევნის გასამართლებლადაა გამოყენებული.
"2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის (www.gov.uk) საშუალებით ჩემს მიმართ გამოაცხადა სანქციები შემდეგი მცდარი ფორმულირებით: "ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე გახდა სამიზნე იმის გამო, რომ საკუთარი მედიაპლატფორმებით პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს". ქვემოთ დავამტკიცებ, რომ ამ ფორმულირებაში თითოეული განცხადება მცდარია. მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი "პრორუსული დეზინფორმაცია"... ან ბრიტანეთის მთავრობა მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებით მოქმედებენ, ან ეს მცდარი ბრალდებები უბრალოდ გამოყენებულია სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით ჩემი დევნის გასამართლებლად"., — აღნიშნულია ვასაძის განცხადებაში.
ლევან ვასაძე წერს, რომ თუ "ბრიტანეთის მთავრობა კვლავაც განაგრძობს ტრადიციული ქართული საზოგადოების აღქმას, როგორც დამღუპველი ლიბერალურ-გლობალისტური დღის წესრიგის დაუმორჩილებელ მსახურებად", ის ამ სანქციებს "საპატიო ნიშანივით ატარებს".
"თუ, სამწუხაროდ, ბრიტანეთის მთავრობა კვლავაც განაგრძობს ტრადიციული ქართული საზოგადოების აღქმას, როგორც დამღუპველი ლიბერალურ-გლობალისტური დღის წესრიგის დაუმორჩილებელ მსახურებად, მე ამ სანქციებს, მათი საბოლოო გაუქმებამდე, ვატარებ საპატიო ნიშანივით" — წერს ვასაძე 20 სექტემბრით დათარიღებულ წერილში.
ცნობისთვის, ლევან ვასაძე ბრიტანეთის მთავრობამ ლევან ვასაძე უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი განცხადებების გამო, 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად დაასანქცირა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები