მდინარაძის თქმით, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და თანხები "რადიკალებს" ხმარდება
სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში "მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და უხშირეს შემთხვევაში ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად".
მდინარაძის თქმით, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს.
"ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვისაც უკვე ცნობილი გახდა, გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და საბოლოო ჯამში ჩვენ უმრავლეს და უხშირეს შემთხვევაში ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად. მიემართება "ფრანკლინის კლუბის" ახალი ანალოგის დასაფინანსებლად, სადაც ასწავლიან, რომ მაგალითად რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ტერორისტი, მაგრამ სხვა ადამიანისათვის, სხვა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავისუფლებისთვის მებრძოლი.
ყველა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ მაგალითად ერთ-ერთი არხის შესახებ, ბევრ ასეთ არხზე მიდის მუშაობა, ბევრი გამოკვლეული გვაქვს, ბევრი გავშიფრეთ, მაგრამ ერთ-ერთის შესახებ, რაც უფრო ცნობილია, შემიძლია დეტალურად გითხრათ. მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ის არის ერთ-ერთი მსხვილი, დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელს მსოფლიოში, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს. რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. ყველა თავის როლს ინაწილებს. ზოგი ამ რადიკალიზმის დროს, წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, პატარძლის და სიძის ფორმით გვევლინება და ა.შ. აქ არ დავკონკრეტდები და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ დავუშვათ ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი "ჩინურ საფრთხეებს" და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირების ვალდებულება გაუჩნდათ, ეს მიზნობრიობა სხვაგან აშკარად გამოჩნდა, რომ არის აცდენილი დეკლარირებულ მიზნებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა", — თქვა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები