კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის შესახებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე სამყაროში ქვეყნის წარმატებას ტექნოლოგიური პროგრესი განსაზღვრავს. მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, გერმანია, აშშ და ა.შ. სკოლის ადრეული საფეხურიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა STEM განათლებას, რადგან სწორედ ის ქმნის მომავლის ეკონომიკისა და ინოვაციების საფუძველს.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციატივა, STEM სკოლა, საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს მეცნიერებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიები კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამიტომ, ყოველწლიურად, საუკეთესო შედეგის მქონე 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს, მათგან 60 უმაღლესი ქულის ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს.
სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში არსებობამ კი, ფაქტობრივად, გეოგრაფიული ბარიერი გააქრო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ჩაერთოს პროექტში და მიიღოს ხარისხიანი განათლება.
როგორ იქცა STEM სკოლა ცნობისმოყვარე მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყაროდ და რატომ არის STEM განათლება მნიშვნელოვანი დღევანდელი თაობისთვის?
ამის შესახებ კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი გვესაუბრება:
რამდენად მნიშვნელოვანია STEM განათლება ახალი თაობებისთვის?
STEM განათლების განვითარება ნიშნავს ქვეყნის მომავლის გაძლიერებას. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები გახდებიან ინოვაციების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ შემქმნელები. STEM სკოლა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოიმუშავონ საერთაშორისო სტანდარტების უნარები. დღეს STEM განათლება მთელი მსოფლიოს ტენდენციაა და საქართველოც უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი.
როგორ დამეგობრდნენ საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა?
STEM-ის მიმართულებით დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან. რამდენიმე წარმატებული პროექტის შემდეგ ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ კომაროვის სკოლის ახალი სასკოლო საგნის, ციფრული ინჟინერიის კურიკულუმით და გაჩნდა იდეა, საქართველოს ბანკთან ერთად შეგვექმნა, შესანიშნავი პროექტი, STEM სკოლა. გარდა იმისა, რომ პროექტზე მუშაობისას ბევრი საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა, ორი განსხვავებული კულტურის ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი გამოგვივიდა. STEM სკოლის იდეა განვითარდა STEM ოლიმპიადის სახით. უკვე ზედიზედ, ორი წელია ვატარებთ STEM ოლიმპიადას, რომელიც არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტებსაც. ბავშვებს ვასწავლით მიკროკონტროლერების დაპროგრამებას, მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ინოვაციურ ხედვასა და კრიტიკულ აზროვნებას.
რამდენად წარმატებული გამოდგა პროექტი და როგორ გაგრძელდება მომავალში?
STEM სკოლა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ადრეულ ასაკშივე ისწავლონ კვლევა, ექსპერიმენტირება და ტექნოლოგიების გამოყენება. ეს არა მხოლოდ მათ პირად წარმატებას უზრუნველყოფს, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებს. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ხარისხიანი სწავლება ქმნის ისეთ მომავალ თაობას, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო სივრცეში.
ვფიქრობ, STEM მიმართულებით ჩვენი პროექტები დროთა განმავლობაში შესაძლებელია, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები გახდეს. თუმცა იქამდე, აუცილებელია, STEM განათლება მივიტანოთ უფრო მეტ ადამიანამდე ჩვენს ქვეყანაში. მოსწავლეებს კი ვეტყოდი, გარდა იმ გაცნობიერებული პრობლემებისა, რომლებსაც STEM-ის სწავლებით გადაჭრიან, მათ წინ აქვთ ისეთი ამოცანების ახსნის სიამოვნება, რომელსაც ჯერ ვერც კი წარმოიდგენენ. ამ სფეროში შესაძლებლობები უსაზღვროა.
STEM სკოლამ უკვე ბევრი საინტერესო და ნიჭიერი მოსწავლე გაგვაცნო — მომავალი გამომგონებლები, ინჟინრები, მკვლევრები და მეცნიერები, წინ კიდევ დიდი გზაა. საქართველოს ბანკი განაგრძობს მრავალფეროვანი თანაბარი საგანმანათლებლო პროექტების შექმნას ყველასთვის, ვინც ცნობისმოყვარეა, სვამს კითხვებს, ეძებს პასუხებს, სწავლობს და არასოდეს ჩერდება.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები