პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

17 Sep. 2025, 14:02

PHR-ის ადვოკატებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს და მათი ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ნინოს უჭირს გადაადგილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ.

ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს.

ნინო დათაშვილის საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი…