კახა კალაძის მიერ გუშინ დაანონსებული "ძალიან მაგარი" პროექტი ბეთანიაში სათხილამურო კურორტის მოწყობაა
გუშინ, 16 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც აცხადებდა, რომ დღეს, 17 სექტემბერს "ძალიან მაგარ" პროექტს წარადგენდა. დღეს, კახა კალაძემ ბეთანიიდან გააკეთა ლაივ-ჩართვა და თქვა, რომ ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა.
თბილისის მერიის ცნობით, "ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.
"ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები