ვოლვო, ჯილი, ზიკერი — ახალი ენერგია რეგიონში გენერალური დირექტორის მანანა ხინაშვილის გეგმები
ფოტო: თეგეტა
ვოლვო ქარ კავკასიას, ჯილი ცენტრი თეგეტას და ზიკერ ცენტრი თეგეტას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თეგეტა ჰოლდინგში შემავალი სამი ბრენდის მართვა მანანა ხინაშვილმა ჩაიბარა. თეგეტა მისთვის უცხო კომპანია არ არის. ის ოთხი წლის განმავლობაში ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უძღვებოდა. იყო მის პრაქტიკაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, უპრეცედენტო ემისიები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, რომლებმაც ადგილობრივ დონეზე სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. მათ შორისაა ეროვნულ ვალუტაში განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციები. სწორედ ამ აქტივობებმა გააერთიანა თეგეტას გარშემო 1000-მდე უნიკალური ინვესტორი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი ბანკები და კერძო პირები. მანანა ხინაშვილი ახალგაზრდა ლიდერთა შორის ფინანსების სფეროში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ამბობს, რომ ახალი გამოწვევა კიდევ უფრო მასშტაბურია — სამი ბრენდი და საქმიანობის ფართო არეალი, რომელიც მთელ რეგიონს ფარავს.
მანანა ხინაშვილი, ვოლვო ქარ კავკასიას, ჯილი ცენტრი თეგეტასა და ზიკერ ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: “ამ დრომდე ჩემი მთავარი მოვალეობა იყო ინვესტორების ნდობის მოპოვება, კაპიტალის მოზიდვა და ჰოლდინგის წარმატებების წარმოჩენა. ახლა კი ამ შედეგების შექმნის ცენტრში ვარ.
თუ აქამდე კომპანიის მიღწევების ისტორიას ვყვებოდი, ახლა ჩემი გუნდის დახმარებით თავად უნდა შევქმნა ეს ისტორია, გლობალურ ბრენდებთან და მომხმარებლებთან ერთად. აქამდე რესურსების მოზიდვაზე ვიყავი კონცენტრირებული, ახალ თანამდებობაზე კი ჩემი მიზანია ამ რესურსის ტრანსფორმირება ღირებულებად მომხმარებლისთვის, ბაზრისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ეს განსხვავება ახალ ენერგიასა და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
რთული იდეების რეალობად ქცევა, ნდობის მოპოვება, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაციური პროექტების განხორციელება ის მთავარი გამოცდილებაა, რომელიც ახალ ადგილზე მუშაობისას მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ჩემთვის“.
მკაფიოა ხედვაც, რაც მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ამბობს, რომ ბრენდები, რომლებიც ჩაიბარა, ინოვაციების, თანამედროვე სტანდარტებისა და ახალი იდეების ცენტრი უნდა გახდეს რეგიონში.
ფოტო: თეგეტა
“ჩვენი მისიაა, ვოლვო, ჯილი და ზიკერი რეგიონში ინოვაციის, მდგრადობის, ხარისხისა და ადამიანებზე ზრუნვის სიმბოლოდ ჩამოვაყალიბოთ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ბრენდს საკუთარი ინდივიდუალური ხედვა და სტრატეგია სჭირდება, ჩვენთვის საერთო პრიორიტეტები უკვე ნათლად არის განსაზღვრული:
- მწვანე ტრანსპორტისა და ელექტრომობილობის ადაპტაცია
- გლობალური სტანდარტებით ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული სერვისების განვითარება
- გრძელვადიანი პარტნიორობის გაღრმავება
- ინოვაციური ფინანსური პროდუქტების დანერგვა
ამასთანავე, მჯერა, რომ ინოვაციური ფინანსური პროდუქტები და მხარდამჭერი პროგრამები ჩვენს სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მთავარი მიზანია, მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა დავამყაროთ და ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ“, — აცხადებს მანანა ხინაშვილი.
ფოტო: თეგეტა
მან ზუსტად იცის, რომ დასახული მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია. ყველაზე დიდი ღირებულება და მთავარი ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებთან ერთადაც სამი ბრენდის მართვას გეგმავს. “მჯერა, რომ თუნდაც მცირე პოზიტიურ ქმედებას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. პატივისცემაზე, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო კი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიზნესამოცანების კოლექტიურ წარმატებას, არამედ გუნდის თითოეული წევრის პირად ზრდასა და წინსვლას“, — აღნიშნავს ვოლვო ქარ კავკასიას, ჯილი ცენტრი თეგეტასა და ზიკერ ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი.
ფოტო: თეგეტა
შესაძლებლობების არეალი და მასშტაბები ფართოა, რაც მანანა ხინაშვილისთვის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. ვოლვო ქარ კავკასია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში ოპერირებს. უკვე ორი წელია, ქართულ ბაზარზეა ჯილი ცენტრი თეგეტა. მოსალოდნელზე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ელექტრომობილების მწარმოებელმა ზიკერმა, რომელსაც თეგეტა ექსკლუზიურად ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს.
კომპანიის უახლოესი გეგმები მოიცავს რეგიონულ გაფართოებას, ციფრული სერვისების დანერგვას, სამოდელო რიგის გაფართოებას, გაყიდვების ზრდას, ელექტრიფიცირებული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასა და პოზიციონირების გაძლიერებას. როგორც ვოლვო ქარ კავკასიას, ჯილი ცენტრი თეგეტასა და ზიკერ ცენტრი თეგეტას ახალი ხელმძღვანელი ამბობს: “ეს ყველაფერი დამყარებულია მთავარ ღირებულებებზე: ვიყოთ უსაფრთხოების, ინოვაციისა და სანდოობის სინონიმი რეგიონში“.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები