Radiohead-ის ახალ ევროპულ ტურნეს ბოიკოტის მოწოდებები მოჰყვა
ფოტო: Getty Images
7 წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა ჯგუფმა Radiohead-მა ევროპის ტურნე დააანონსა.
იხილეთ: დეტალები ტურნეს შესახებ
ამ სიახლემ ინტერნეტსივრცე მოიცვა, უამრავი ძველი და ახალი ფანი გაახარა, რომლებიც მოუთმენლად ელიან ბილეთების ყიდვასა და ინგლისური ბენდის კონცერტზე დასწრებას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ამბავმა უარყოფითი გამოხმაურებაც დაიმსახურა — საზოგადოების ნაწილი Radiohead-სა და მათ ახალ ტურნეს ბოიკოტს უცხადებს.
ფოტო: Tom Sheehan
ბოიკოტის მიზეზად სახელდება Radiohead-ის წევრების დუმილი პალესტინის საკითხზე და მათი წარსული კავშირები ისრაელთან. ბენდის გიტარისტმა ჯონი გრინვუდმა 2023 წელს ისრაელელ მუსიკოს დუდუ ტასასთან ერთად თელ-ავივში მუსიკალური ალბომი ჩაწერა. ევროტური, რომელიც ამ ალბომს ეძღვნებოდა, ისრაელსა და ღაზას შორის კონფლიქტის დაწყების გამო გაუქმდა.
2024 წელს ჯონიმ მონაწილეობა მიიღო ისრაელში გამართულ დემონსტრაციებში, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ჰამასის მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდა. გრინვუდმა ტასასთან ერთად თელ-ავივში კონცერტიც გამართა, რამაც პალესტინის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. 2025 წელს მოსალოდნელი პროტესტისა და აქტივისტების ზეწოლის გამო ბრიტანეთში გრინვუდისა და ტასას ორი კონცერტი გაუქმდა.
ჯონი გრინვუდი და დუდუ ტასა
ფოტო: Shin Katan
ისრაელი არა მხოლოდ ჯონი გრინვუდისთვის, არამედ მთელი ბენდისთვის რთული საკითხი აღმოჩნდა. ბენდმა წინა ტურნეს დროს — 2017 წლის ივლისში თელ-ავივში კონცერტი გამართა, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების ნაწილი მისი გაუქმებისკენ მოუწოდებდა. ამ ფაქტის შესახებ Radiohead-ის მომღერალმა ტომ იორკმა განაცხადა: "ქვეყანაში კონცერტის ჩატარება მისი მთავრობის მხარდაჭერას არ ნიშნავს".
2024 წელს მელბურნში ტომის სოლო-კონცერტი პალესტინის მხარდამჭერი შეძახილების ფონზე შეწყდა. იორკმა მაყურებელს უთხრა:
აქ ამოდი და ისე მითხარი… მანდ მშიშრულად დგომის ნაცვლად სცენაზე ამოდი და მითხარი, რისი თქმაც გინდა.
მსმენელმა კი უპასუხა:
რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ღაზაში მიმდინარე გენოციდი დაგმო?
ინციდენტის შემდეგ ტომ იორკმა სცენა დროებით დატოვა. იხილეთ ვიდეო:
2025 წლის მაისში ტომმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უნდა შეჩერდნენ, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ჰამასი საკუთარი ხალხის ტანჯვას თავის სასარგებლოდ იყენებს". იორკმა განმარტა, რომ მელბურნის კონცერტი არ მიიჩნია ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრის შესაფერის დროდ და ძალიან გაუკვირდა, რომ მისი დუმილი ხალხმა კონფლიქტში თანამონაწილეობად აღიქვა. მომღერლის თქმით, თავისთავად ცხადი უნდა ყოფილიყო მისი მუსიკიდან, რომ ის ექსტრემიზმსა და დეჰუმანიზაციას არასდროს დაუჭერდა მხარს.
ივლისში ბენდის გიტარისტმა ედ ო’ბრაიენმა განაცხადა: "ჩემი ძმები [ბენდის წევრები] შეძრწუნებულები არიან ღაზაში მიმდინარე მოვლენებით. ის, რომ მუდმივად სოციალურ ქსელებში არ წერენ ამის შესახებ და ზუსტად იმ სიტყვებს არ ამბობენ, რომლის მოსმენაც ზოგიერთ ადამიანს უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არ ადარდებთ".
ედ ო'ბრაიენი
ფოტო: Billboard
Radiohead-ის ახალი ტურის ოფიციალურ გამოცხადებამდე, პალესტინურმა კამპანიამ ხალხს ბენდის ბოიკოტისკენ მოუწოდა:
„მაშინაც კი, როცა ღაზაში პალესტინელთა გენოციდი ყველაზე მძიმე ფაზაში შევიდა, Radiohead დუმილს აგრძელებს. ამასთან ერთად, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მუდმივად არღვევს ჩვენი ბოიკოტის ხაზს და გენოციდის ადგილთან ახლოს, ისრაელელ მუსიკოსთან ერთად კონცერტებს მართავს“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსმენელსა და თანამოაზრეებს, რომ Radiohead-ის კონცერტებს, მათ შორის დაგეგმილ ტურნესაც, ბოიკოტი გამოუცხადონ, სანამ ჯგუფი მკაფიოდ არ გაემიჯნება, სულ მცირე, გრინვუდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები