ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი და ნაკრების მდგომარეობა — საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ნახევარზე მეტი უკვე გაიარა. ტურნირის ყველაზე რთულ ჯგუფში მყოფი საქართველო, 4 დღეში 3 გრანდს — მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, ასევე იტალიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდა.
ესპანეთთან სენსაციურმა გამარჯვებამ (83:69) ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. არადა, პლეი-ოფში თამაშის ყველაზე პროგნოზირებადი გზა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, კვიპროსისა და ჩინებულ ფორმაში მყოფი ბოსნია და ჰერცეგოვინას დამარცხება უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მთელი საკალათბურთო სამყარო გააოცა: ესპანეთს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
შემდეგ იყო 2 დღეში გამართული 2 მატჩი. იტალია გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა. წინ 3 შეხვედრა იყო სათამაშო. ამ მოცემულობით, საბერძნეთთან ვა-ბანკზე წასვლა და გარისკვა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა. ამიტომაც, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სიფრთხილე გამოიჩინა: გუნდი არ გადაღალა, აქცენტი სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებზე გააკეთა და გუნდის ბირთვის ძალა მომდევნო მატჩებისთვის შემოინახა. საბერძნეთთან დავმარცხდით, თუმცა უკან დახევა სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი იყო.
გადატვირთული კალენდრის შემდეგ, ჩვენს კალათბურთელებს პაუზის აღების საშუალება მიეცათ. ამჟამად, ისინი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან.
2 სექტემბერს, 19:15-ზე, ჯგუფის მთავარ აუტსაიდერს — კვიპროსს დავუპირისპირდებით. ჩვენთან შეხვედრამდე, ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა 3 მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა. მეტსაც გეტყვით: ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის, ყველაზე ცოტა ქულა სწორედ კვიპროსს აქვს ჩაგდებული. შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, კვიპროსი იოლი ნადავლი აღმოჩნდება და მთავარ მატჩზე გადავერთვებით.
ბოსნია და ჰერცეგოვინა გაცილებით რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენი ნაკრების შემადგენლობა და ესპანეთთან ნაჩვენები კალათბურთი იმის მანიშნებელია, რომ ამ შეხვედრას 1 ფავორიტი ჰყავს. ჯიკიჩის მთავარი ამოცანა ამ პრინციპულად მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება იქნება (4 სექტემბერი, 16:00).
ევრობასკეტის პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადის და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოვიპოვებთ.
ვის ვხვდებით პლეი-ოფში?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პოზიციას დავიკავებთ ჯგუფში. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 1-4 პოზიციაზე გასული გუნდები D ჯგუფის საუკეთესო 4 ნაკრებს დაუპირისპირდებიან. პირველ ადგილზე გასული მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე-მესამეს და ა.შ. ამ ფორმატის მიზანია, ევრობასკეტის დასკვნით ნაწილში, მხოლოდ საუკეთესო გუნდებმა მოიყარონ თავი.
მომდევნო შეხვედრები ამ პრინციპით გადანაწილდება:
- C1 v D4
- C2 v D3
- C3 v D2
- C4 v D1
3 მატჩში 3 გამარჯვებით, D ჯგუფს, ერთპიროვნულად, პოლონეთის ნაკრები ლიდერობს. 5-5 ქულა აქვთ ისრაელსა და საფრანგეთს, მათ მოჰყვებიან სლოვენია და ბელგია (4-4 ქულა), ბოლო ადგილს კი, 3 მარცხით, ისლანდია იკავებს (3 ქულა).
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები