საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეტროპოლ ლისის მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პარტნიორია, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ სუბურბანულ პროექტს ახორიცელებს. პროექტი 70 000 მ² ფართობზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 9 150 000 ლარზე მეტია.
მეტროპოლ ლისის კონცეფცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და სრულად განვითარებულ ინფრასტრუქტურას ემყარება. ახალ უბანში 70-მდე ვილა აშენდება, რომელთა ნაკვეთის ფართობი 600 მ²-დან 1,500 მ²-მდეა. მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლის ხუთი განსხვავებული არქიტექტურული დიზაინიდან სასურველი აირჩიონ, რომლის აშენებასაც კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს.
დასახლება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, მათ შორისაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ველობილიკები და მოსასვენებელი ზონები, დეკორაციული გამწვანება და შადრევნები. პროექტი ასევე ჭკვიან სისტემებს მოიცავს.
“მეტროპოლი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მათ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტებსუკეთესი ცხოვრებისთვის. მეტროპოლ ლისი კი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. იგი ლისის ტბის მიმდებარედ, თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ უბანში მდებარეობს, მისი მცხოვრებლები კი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“, — აღნიშნავს გიორგი მხეიძე, დეველოპერული კომპანია მეტროპოლის გენერალური დირექტორი.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ მეტროპოლ ლისი სწორედ ასეთი პროექტია და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეს პროექტი მობინადრეებს გამორჩეულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ბუნებასთან სიახლოვეს შესთავაზებს, ჩვენ კი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინტიტუტი არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, — აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეტროპოლი საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ წელს დასრულდა მეტროპოლ ბაგების მშენებლობა, რომელიც ასევე ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეტროპოლი ამჟამად 2,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ კი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებასა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას გეგმავს.
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები