"რუსული კანონის" აქციებზე დაშავებულმა 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაზარალებულმა 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა "მედიაომბუდსმენის" დახმარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე გაიგზავნა.
2023 წლის მარტში, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები სამიზნედ ე.წ. "რუსული კანონის" (კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ.
საჩივარში მითითებულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:
● სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
● გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
● შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
● სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).
2023 წლის მარტში, ქართული ოცნების მიერ "რუსული კანონის" მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას.
ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და საქმეები პროკურატურას გადაეცა. მანამდე, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "მედიაომბუდსმენის" მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსი 12 ჟურნალისტს მიანიჭა. არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ არ ცნეს დანარჩენი ცხრა პირი დაზარალებულად.
ბოლო მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი.
2024 - 2025 წლებში, ქართულმა ოცნებამ მედიის დასასჯელად, არაერთი შემზღუდავი კანონი მიიღო.
საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც 2023 წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენდნენ:
- ნიკოლოზ კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „პირველი“
- მარი წაქაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
- მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
- მაია თეთრაშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- ნიკა კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- მიხეილ გვაძაბია, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „ტაბულა“
- რატი მუჯირი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- გურამ მაისურაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
- დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
- ზურაბი ჩხვირკია, ოპერატორი, ტელეკომპანია „მთავარი“
- ნიკა საჯაია, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- ჯამლეთ ბაკურიძე, ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- ირაკლი ბახტაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
- სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
- გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- დავით მანია, ჟურნალისტი/ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- ვახტანგ ქარელი, ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
- თამარ გეგიძე, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა on.ge
საქმის მასალებს თან ერთვის „მედიაომბუდსმენის“ მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი — "რუსული კანონის საქმე"
“რუსული კანონის” საქმე მედიაზე სისტემური წნეხისა და ძალადობის უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. საქართველოში კრიტიკული მედიის საქმიანობა უფრო და უფრო საფრთხისშემცველი ხდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დემოკრატიული ღირებულებების შესანარჩუნებლად.
ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები