აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მიიღებს — რა გადაწყდება შეხვედრაზე?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მიიღებს. შეხვედრა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება. შეთანხმებაში სტრატეგიულ სატრანზიტო კორიდორზე,რომელიც სამხრეთ კავკასიას გადის, ექსკლუზიური ამერიკული განვითარების უფლება შედის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა სამხრეთ კავკასია შეცვალოს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტრამპს თეთრ სახლში მოლაპარაკებებისთვის შეხვდებიან და ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მიიღებენ. ისინი ხელს მოაწერენ ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც მიზნად "კონკრეტული გზის გაკვალვას მშვიდობისკენ" და დიდი ხანის განმავლობაში მოუგვარებელი სატრანზიტო საკითხის გადაწყვეტას ისახავს.
კერძოდ, საქმე ეხება ზანგეზურის დერეფანს — აზერბაიჯანმა სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა მოითხოვა, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახჭევანთან — აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.
ზანზეგურის დერეფანს სახელად დაერქმევა TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) — ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც მინსკის ჯგუფის დაშლას ითხოვს — ჯგუფისა, რომელსაც 1992 წლიდან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ კონფლიქტის მოსაგვარებლად თანათავმჯდომარეობდნენ.
სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხში პროგრესი მარტში დაიწყო, როდესაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რეგიონს ეწვია.
ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღი — აზერბაიჯანის რეგიონი, სადაც უმეტესად ეთნიკურად სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა — სომხეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანს გამოეყო.
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები