ზაფხულში დაბადებული კაცები მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ — კვლევა
მკვლევრებმა იპოვეს კავშირი ადამიანის დაბადების დროსა და დეპრესიის სიმპტომებს შორის, თუმცა მხოლოდ კაცებში.
ფოტო: Brazos Valley Rehab
როგორც აღმოჩნდა, ზაფხულის სევდის იდეა მართალია, ყოველშემთხვევაში კაცებისთვის. ახალი კვლევის თანახმად, ზაფხულში დაბადებული კაცები უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის განვითარებისკენ, ვიდრე წლის სხვა დროს დაბადებულები.
კვანტლენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კაცებს უფრო მეტად აღენიშნებოდათ დეპრესიის სიმპტომები ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულში დაბადებულ კაცებს.
"ამ კვლევის იდეის საწყისი ნაპერწკალი მაშინ გაჩნდა, როდესაც ვიღაცამ მკითხა, მჯეროდა თუ არა ჰოროსკოპების. ამან დამაფიქრა, შეიძლება ამას ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდეს? ანუ როგორ შეიძლება ადამიანის დაბადების დღე მის ფიზიოლოგიურ ან ფსიქიკურ მახასიათებლებთან იყოს დაკავშირებული", — ამბობს კვლევის ავტორი, მაიკლ მაკკონენი.
ექიმებმა დიდი ხანია იციან, რომ წელიწადის სხვადასხვა სეზონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ყველაზე ნათელი მაგალითია — სეზონური აფექტური აშლილობა — დეპრესიის სახეობა, რომელიც, როგორც წესი, ზამთრის თვეებში ვლინდება. თუმცა, მაკკონენის თქმით, მხოლოდ რამდენიმე კვლევა არსებობს, რომელიც დაბადების დროსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის შესაძლო კავშირს შეისწავლის.
ფოტო: Man's Health
მკვლევრებმა 303 ზრდასრულ ადამიანს შორის ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს. მონაწილეებმა მათ მიაწოდეს ძირითადი დემოგრაფიული ინფორმაცია და უპასუხეს ორ კითხვარს, რომლებიც ხშირად გამოიყენება ადამიანის შფოთვისა და დეპრესიის დონის შესაფასებლად.
ასაკისა და შემოსავლის ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზაფხულში დაბადებულ კაცებს შესამჩნევად უფრო ხშირად აღენიშნებოდათ დეპრესიის სიმპტომები, ვიდრე სხვა სეზონებში დაბადებულ კაცებს. მკვლევრების დასკვნა ჟურნალ PLOS Mental Health-ში, გამოქვეყნდა.
ამ ტიპის კვლევებს მხოლოდ ორ რამეს შორის კორელაციის ჩვენება შეუძლია და არა იმის ცალსახად დამტკიცება, რომ ზაფხულში დაბადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მამაკაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ფოტო: Stuart Kinlough / Getty
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უნივერსიტეტის სტუდენტია. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს კვლევა შორს არის საფუძვლიანი ან სრული კვლევისგან.
ცხადია, რომ ამ საკითხის დასადასტურებლად მეტი კვლევაა საჭირო. ასევე არსებობს პასუხგაუცემელი და საკმაოდ რთული კითხვა — რატომ შეიძლება ზაფხულში დაბადება განსაკუთრებით რთული იყოს კაცებისთვის და არა ქალებისთვის.
"მე ვიტყოდი, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორსულობის დროს დედის გარემო პირობებთან", — თქვა მოკონენმა — "გაითვალისწინეთ ისეთი პირობები, როგორიცაა ტემპერატურა და მზის შუქი — როგორ იცვლება ეს პირობები წლის განმავლობაში?".
მკვლევრები გეგმავენ გამოიკვლიონ, როგორ შეიძლება სხვა დედობრივმა ფაქტორებმა, მათ შორის დედის კვებამ და სისხლში ჰორმონების დონემ, გავლენა იქონიოს მათი შვილების შემდგომ ჯანმრთელობაზე.
მოკონენი ასევე აღნიშნავს, რომ დაბადების სეზონის მიუხედავად, კვლევაში მონაწილე ადამიანების უმრავლესობამ აღნიშნა შფოთვის (66%) და დეპრესიის (84%) სულ მცირე რამდენიმე სიმპტომის არსებობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონებს შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ ჩვენზე, სამწუხაროდ, ზოგიერთი რამ ყველასთვის საერთოა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები