"ქორწინების ისტორიიდან" ჩხუბის სცენას მგლების დასაფრთხობად იყენებენ
ფოტო: People.com
Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ფილმიდან "ქორწინების ისტორია" სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის ჩხუბის სცენა ერთ-ერთია იმ რამდენიმე აუდიო ჩანაწერთაგან, რომლებსაც შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხმამაღალი დინამიკებით დასავლეთ სანაპიროს ფერმებში გადასცემს მგლების შესაშინებლად, რომლებიც ადგილობრივ ფერმებში პირუტყვს ჭამენ.
ეს პრაქტიკა ცნობილია როგორც "მგლების დაფრთხობა" (Wolf Hazing) და მას დახოცვის ნაცვლად იყენებენ, რადგან რუხი მგლები ფედერალური მთავრობის მიერ გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაშია შეტანილი.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორეგონის ოლქის ხელმძღვანელმა პოლ ვულფმა Wall Street Journal-თან თქვა, რომ დრაივერსა და იოჰანსონს შორის ჩხუბის სცენის გამოყენების იდეა ნაწილობრივ იმან განსაზღვრა, რომ აჩვენონ მგლებს — ადამიანების უნდა ეშინოდეთ.
"ჩემი მიზანია, მგლებს რეაქცია ჰქონეთ და იცოდნენ, რომ ადამიანები საშიშები არიან" — თქვა ვულფმა.
WSJ-ის ანგარიშის მიხედვით, რუხი მგლები "ამერიკის დასავლეთით ატერორებდნენ პირუტყვებს", აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კი ცდილობდა დრონებით, პიროტექნიკით, სროლითა და პოპ-კულტურის შერჩეული ნიმუშებით გამაფრთხილებელი ხმები გაეშვა და ასე დაეცვა საქონელი. გამოცემის ცნობით, მათ ასევე გამოიყენეს AC/DC-ის "Thunderstruck" და Five Finger Death Punch-ის "Blue on Black", რათა დაეფრთხოთ მგლები, რომლებსაც თავიანთი პოზიციებიდან ხედავდნენ.
"სამხრეთ ორეგონში, კლამათის აუზში დრონები მას შემდეგ განლაგდა, რაც იქ 20 დღის განმავლობაში მგლებმა 11 ძროხა მოკლეს" — წერს WSJ. "შემდეგი 85 დღის განმავლობაში, როდესაც დრონები პატრულირებდნენ, მხოლოდ ორი ძროხა დაიღუპა".
საბედნიეროდ, დრაივერისა და იოჰანსონის ოსკარზე ნომინირებული შესრულება ძაღლისებრთა ცხოველებისთვისაც ისეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც ადამიანებისთვის.
"ქორწინების ამბის" პრემიერა კინოთეატრებში 2019 წელს შედგა. მთავარ როლებში დრაივერი, იოჰანსონი და ლორა დერნი არიან, ფილმი კი მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც მძიმედ გადის განქორწინების პროცესს.
პიტერ ბრედშოუმ ფილმს უმაღლესი შეფასება მისცა და განსაკუთრებით გამოჰყო "ფილმის მთავარი, სიმძაფრით სავსე ჩხუბი" როგორც ღირსშესანიშნავი ნაწილი. "ეს სცენა თეატრალურობის განცდას აჩენს" — დაწერა მან — "თუმცა საოცრად მკაფიო და გონივრული ფორმით".
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება
-
POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
"შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა "შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ
გადახედვა
-
შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
-
ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა
გადახედვა
-
EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი? გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ
გადახედვა
კომენტარები