სოციალური დიზაინის დღეები — ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის
ფოტო: თიბისი
თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტმა Polish Graphic Design-თან თანამშრომლობით, სოციალური დიზაინის დღეების პირველ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებამ ერთი საკითხის გარშემო — როგორ შეუძლია დიზაინს ხელი შეუწყოს სოციალურ ცვლილებებს — გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: არქიტექტორები, დიზაინერები, მკვლევრები, მეწარმეები და სამოქალაქო სექტორი.
ორი დღის განმავლობაში, დიზაინის ინსტიტუტმა უმასპინძლა 400-ზე მეტ სტუმარს და 15-ზე მეტ სესიას, სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიას, რომლებმაც საშუალება მისცა განსხვავებული გამოცდილების ადამიანებს გაეზიარებინათ, თუ როგორ შეუძლია თანამშრომლობას, თუნდაც მცირე მასშტაბით, შექმნას ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი.
პლატფორმის მიზანი სოციალური დიზაინის გარშემო დიალოგის დაწყება, სფეროთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სისტემურ გამოწვევებზე შემოქმედებითი და ადამიანზე ორიენტირებული პასუხების შემუშავებაა. დიზაინი, როგორც ინსტრუმენტი, შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობა და საჯარო სივრცეების ხელახალი გააზრება.
პირველი კონფერენციის ძირითადი თემები იყო: ურბანული სივრცეები და მემკვიდრეობა, სოციალური დიზაინის ხელსაწყოები, ბრენდი და სოციალური პასუხისმგებლობა.
ქართველ და პოლონელ მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, ისე სტარტაპები და სტუდენტები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პრაქტიკულ საქმიანობას — მონაწილეები რეალურ პრობლემებზე დაფუძნებულ სამუშაო შეხვედრების დროს, ქმნიდნენ დიზაინ გადაწყვეტილებებს ქალაქისთვის, საზოგადოებისთვისა და კულტურული სივრცეებისთვის.
სოციალური დიზაინის დღეები გრძელვადიანი პლატფორმის დასაწყისია, რომელიც მომავალში განვითარედება თემატური შეხვედრებით, საჯარო ლექციებით, კვლევებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით.
დიზაინის ინსტიტუტის ხედვაა — შექმნას სივრცე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (მათ შორის ისინი, ვინც უკვე ჩართულნი არიან ჩვენს პროგრამებსა და ინიციატივებში), გაერთიანდნენ საერთო მიზნების ირგვლივ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი: შემოქმედებითი ტალანტი, სამოქალაქო ენერგია და კულტურული მემკვიდრეობა იმისთვის, რომ გახდეს რეგიონალური ცენტრი სოციალური დიზაინისთვის.
თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებასა და მათ წინსვლას დაეხმარება. ბრენდის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს მათ, ვისაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები