CNN: დემოკრატიის ნგრევის კვალდაკვალ, საქართველოს კარი რუსეთის, ჩინეთისა და ირანისთვის იღება
ფოტო: CNN
"დემოკრატიის ნგრევის კვალდაკვალ, საქართველოს კარი რუსეთის, ჩინეთისა და ირანისთვის იღება", — ამ სახელწოდებით ვრცელ სტატიას CNN აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დეტალურადაა განხილული.
სტატიაში აღწერილია როგორ გახდა კორუფციასთან მებრძოლი, ეკონომიკურად მზარდი, ამერიკელი ინვესტორებისთვის საინტერესო საქართველო — რუსეთის, ჩინეთისა და ირანისთვის "ღია კარი".
საქართველოში მიმდინარე პროცესებში გარდამტეხ მომენტად 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია დასახელებული:
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში გაიმართა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა არც თავისუფლად და არც სამართლიანად არ მიიჩნიეს. ოპოზიციამ ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა, რის შედეგადაც, წინააღმდეგობის არქონის პირობებში, ქართული ოცნების დეპუტატებმა ძალით მიიღეს კანონების სერია, რომლებიც დამკვირვებლების შეფასებით დრაკონული, რუსული სტილის კანონებს ჰგავს. ამან მკვეთრი პოლარიზაცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და დაძაბა ურთიერთობები დასავლეთის მთავარ პარტნიორებთან.", — წერია სტატიაში.
CNN-ის ცნობით, ჩინეთისა და ირანის გავლენა საქართველოში იზრდება. ამას მოწმობს ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა და ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დასასწრებად ირანში ჩასვლა.
"ჩინეთის გავლენა საქართველოში მზარდია. გასულ წელს მთავრობამ კონტრაქტი გააუქმა ქართულ, ამერიკულ და ევროპულ კონსორციუმთან, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შეეხებოდა. ამის ნაცვლად, პროექტი გადაეცა ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომელთა ნაწილი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.
ქართული ოცნება მეგობრებს ირანშიც პოულობს. გასული წლის მაისში, ახლად დანიშნული პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გაფრინდა თეირანში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დასასწრებად, სადაც მან ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საპატიო პროცესში. ივლისში კი კვლავ ეწვია ირანს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად", — ვკითხულობთ სტატიაში.
CNN კრემლის წინაშე საქართველოს დაუცველობაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ოცნების მთავრობის გადაწყვეტილება — შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.
"მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისკენ, საქართველოს მოსახლეობა დასავლეთთან ინტეგრაციას აბსოლუტურად უჭერს მხარს. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია ვალდებულება — უზრუნველყოს ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა, 2024 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების კონტროლირებადი მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აგრძელებდა, მან თავისი მცდელობები ფორმალურად შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება გამოიწვია, რომ ეს საქართველოს "კრემლისთვის კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის", — წერია სტატიაში.
სტატიაში ხაზგასმულია "MEGOBARI აქტის" მნიშვნელობა და ქართველების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მის მიმართ.
"MEGOBARI აქტთან" დაკავშირებით CNN-ის სტატიაში პარტია გახარია — საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას კომენტარია მოყვანილი, სადაც ის დოკუმენტისა და პროცესებში დასავლეთის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"MEGOBARI აქტი იმედს" იძლევა, რომ დასავლეთის ჩართულობა გაძლიერდება, თუმცა მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა ვერ შეცვლის საქართველოს დღევანდელ კურსს. რეჟიმი ყველა სანდო ალტერნატივის გაქრობას აგრესიულად ცდილობს, მაგრამ მჯერა, რომ ქართულ საზოგადოებას საკმარისი სიმტკიცე და გამბედაობა გააჩნია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს და დაიბრუნოს თავისი დამსახურებული ადგილი ევროპაში — იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ჩართული და ფხიზელი დარჩება", — თქვა გახარიამ.
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს
გადახედვა
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება
გადახედვა
-
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა 2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა
-
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის
გადახედვა
-
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება
გადახედვა
კომენტარები