ლამინ იამალს დაბადების დღეზე შშმ პირების გასართობად დაქირავების გამო უჩივიან
ფოტო: Getty Images
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლამინ იამალი კრიტიკის ქვეშ მოექცა და შესაძლოა გამოძიებასაც დაექვემდებაროს მას შემდეგ, რაც მისი 18 წლის საიუბილეო წვეულებაზე აქონდროპლაზიის მქონე ადამიანების გამოჩენამ საზოგადოება აღაშფოთა.
ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტროს შშმ პირთა უფლებების დირექტორმა, ხესუს მარტინ ბლანკომ, გამოძიების დაწყება მოითხოვა. თავის მხრივ, ესპანეთის აქონდროპლაზიისა და ძვლოვანი დისპლაზიების ასოციაციამ (ADEE) აღნიშნული ქმედება „ეთიკური ღირებულებების დარღვევად“ შეაფასა და განაცხადა, რომ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
იამალის დაბადების დღიდან გავრცელებული ფოტოები
ფოტო: Euro Weekly
იამალმა 18 წლის იუბილე კვირას, 13 ივლისს, აღნიშნა და მომდევნო დღეს კერძო წვეულება მოაწყო. წვეულება ოლიველაში — ბარსელონიდან 50 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში, დაქირავებულ აგარაკზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი მუსიკოსები, იუთუბერები, ინფლუენსერები, მათ შორის იამალის თანაგუნდელები: რობერტ ლევანდოვსკი, ალეხანდრო ბალდე, გავი და რაფინია.
მედიის წარმომადგენლები წვეულების შესასვლელთან იყვნენ შეკრებილნი, ტერიტორიას კი დაცვა იცავდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შედიოდა აქონდროპლაზიის მქონე რამდენიმე პირი წვეულებაზე, რაც სკანდალის მიზეზი გახდა.
ADEE-ს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს: "ასეთი ქმედებები არღვევს არა მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობას, არამედ იმ ფუნდამენტურ ეთიკურ ღირებულებებს, რომელსაც თანასწორობისა და ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოება უნდა ემყარებოდეს."
ხესუს მარტინ ბლანკომ ესპანურ სააგენტო EFE-სთან განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმით, თუ როგორ მოქმედებს "ახალგაზრდებზე ავტორიტეტული, მრავალი გამომწერის მქონე ადამიანი, რომელიც აწყობს ასეთ წვეულებას — რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მათზე."
"ვშიშობთ, რომ შეძლებულ ადამიანებს, გავლენიან ფიგურებს, ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. მაგრამ კანონი ყველასთვის ერთნაირია — როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ისე გავლენიანებისათვის," — დაამატა მან.
ორშაბათს კატალონიურმა რადიოსადგურმა, RAC1-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ერთ-ერთ შშმ პირთან, რომელიც იმყოფებოდა იამალის წვეულებაზე. რესპონდენტის ხმა შეცვლილი იყო, ხოლო ვინაობა დაცული — მათი ანონიმურობის დასაცავად.
"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ მუშაობის საშუალება მოგვცენ," — თქვა რესპონდენტმა. "საკუთარი კონტრაქტები გვაქვს, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თვითდასაქმებულები ვართ და ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებთ. არ მესმის, ამდენი ხმაური რატომ ატყდა."
"ასოციაციის მოქმედებები ჩვენს პროფესიულ საქმიანობას არტყამს. ამ სფეროში ჩვენ საკუთარი სურვილით ვმუშაობთ — არავინ გვაიძულებს. გვიყვარს სარეკრეაციო ხელოვნება. წლებია ამას ვაკეთებთ, თუმცა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კითხვების და ეჭვების რაოდენობამ იმატა. ასოციაციიდან არავინ დაგვკავშირებია. კრიტიკით კი რეალურად ჩვენს საქმიანობას ვნებენ. ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ".
"ჩვენ კლიენტებთან ყოველთვის ვთანხმდებით, რომ თუ ოდნავი უპატივცემულობის ნიშნებს დავინახავთ, წარმოდგენა მაშინვე წყდება. ჩემს კარიერაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია," — ამბობს ის — "ჩვენ ოთხნი ვიყავით წვეულებაზე. ჩვენი შოუ მოიცავს საცეკვაო ნომრებს, სტუმრებისთვის კოქტეილების მიტანას, მაგიის ელემენტებს... ჩვენი მიზანია, ხალხი გავახალისოთ და კარგი განწყობა შევუქმნათ."
ADEE-ს განცხადებით, შშმ პირთა უფლებათა შესახებ ესპანეთის ზოგადი კანონი პირდაპირ კრძალავს შემდეგ პრაქტიკას: "დაუშვებელია შოუები ან გასართობი აქტივობები, რომლებშიც შშმ პირებს ან სხვა ფიზიკური მახასიათებლების მქონე ადამიანებს იყენებენ დასაცინი, გასაშაყირებელი ან დამამცირებელი მიზნებით, რაც არღვევს ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემის პრინციპს."
იამალმა მაისში საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გასულ სეზონში მიღწეული წარმატებების ფონზე კლუბის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცა,
თინეიჯერმა ბარსელონას მაისურით 25 ასისტი და 18 გოლი დააგროვა, რის შედეგადაც გუნდმა ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო. მანამდე კი, ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამარჯვება იზეიმა. იამალი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, წინა წელს კი კოპას და "ოქროს ბიჭის" პრესტიჟული ჯილდოები დაიმსახურა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები