"მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში" — "ფედერალისტები" გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურებიან
"სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში" — ასე ეხმაურება პარტია ფედერალისტები თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემას.
პარტიის განცხადებით, ყველა უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოებას რადიკალურ განუკითხაობასა და ქაოსთან აახლოებს, "პასუხისმგებლობა პერსონალურად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობებს ეკისრებათ"
"სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში.
საქართველოში მიტაცებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა იცავდეს.
ყველა უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოებას რადიკალურ განუკითხაობასა და ქაოსთან აახლოებს, პასუხისმგებლობა პერსონალურად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობებს ეკისრებათ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ქვეყანა რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში ჩაძირონ და მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრების შანსი მოუსპონ.
მხოლოდ მტკიცე სახალხო წინააღმდეგობის და რეჟიმთან ართანამშრომლობის გზით შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფსისგან ვიხსნათ და მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ერთმანეთის მოსმენით და თანასწორი, სამართლიანი გარემოს შექმნით კვლავ შევუდგეთ საერთო კეთილდღეობის შენებას" — აღნიშნულია განცხადებაში.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშივილს გლდანის ციხეში სცემეს. ინფორმაცია თავდაპირველად NEWS.On.ge-ს მისმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა დაუდასტურა. როგორც მან განგვიცხადა, ბაჩიაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი პარასკევს, 11 ივლისს, კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს. მისი თქმით, ბაჩიაშვილს ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები თავის არეში. ჩხაიძის ცნობით, ბაჩიაშვილი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში უკან, ციხეში დააბრუნეს.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი უკვე დაადასტურეს შესაბამისმა უწყებებმა.
- პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბაჩიაშვილის საკანში დაფიქსირდა მსჯავრდადებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც "მას აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები"
- "ჭიქა გადამაფშვნა", "გონება დავკარგე", "კედელზე მიმარტყმევინა თავი" — ბაჩიაშვილი ყვება როგორ დაემუქრნენ და გაუსწორდნენ ციხეში
- "იყო სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე და ღია ჭრილობები თავის არეში" — ზურაბ ჩხაიძე ბაჩიაშვილზე
- უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება — ლევან იოსელიანი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე
- გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს — ის ციხის კლინიკაშია გადაყვანილი
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები