ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
დღეს, 9 ივლისს ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს 2023-2024 წლების ვითარებას შეეხება და მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს.
ამას გარდა, ანგარიში შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერების დაკავების გამო და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
"პარტია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნა რეალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის გამოიყენა; შეშფოთებას გამოთქვამს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებებზე, რომლებიც ავრცელებს კრემლის ნარატივებს; მკაცრად გმობს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაკავებას, ასევე სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაპატიმრებით მუქარებს და აღნიშნულ პირებს განიხილავს როგორც პოლიტპატიმრებს", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისია მოუწოდებს სანქციები დაწესდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე. ამას გარდა, მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლის მიზანიც ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა
"მოუწოდებს, სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე და შენარჩუნდეს სანქციები მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია სათანადოდ არ აღდგება; მიესალმება ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის, ასევე მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორების, როგორიცაა შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, კანადა და უკრაინა, მიერ ორმხრივი სანქციების დაწესებას და მოუწოდებს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს, მათ მაგალითს მიჰყვნენ; მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლის მიზანიც ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა",— წერია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტი "მკაცრად გმობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის შეუქცევადი და მიზანმიმართული ზიანის მიყენებას, მათ შორის რამდენიმე შემზღუდველი, რუსული მოდელის კანონმდებლობის მიღებას — როგორიცაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი". მკაცრად გმობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ავალდებულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტების რეგისტრაციას და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის მიღებას ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გრანტების გამოყოფის მიზნით; წუხს იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლებამ ბოლო დროს გაყინა ისეთი ინიციატივებისა და კამპანიების საბანკო ანგარიშები, რომლებიც მხარს უჭერენ პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ განხორციელებული მუქარა, დევნა, პოლიტიკური მოტივებით წაყენებული ბრალდებები და ფიზიკური თავდასხმები; გმობს რამდენიმე ევროპელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თვითნებურად და დაუსაბუთებლად აკრძალვას", — წერია დოკუმენტში.
ანგარიშში ევროკომისია "ღრმა სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება ვერ გამოიყენა საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის, მინიჭებული ისტორიული შანსი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად.
ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ანგარიშში ასევე ნახსენებია "დე ფაქტო პრეზიდენტი" და სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ საბოლოოდ ევროპარლამენტმა შესწორება შეიტანა.
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ "არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას ელის.
"2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით; მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელის და მეტიც, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს; მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მონიტორინგი გაუწიოს გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი", — წერია რეზოლუციაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა არ გაიზიარა ქართული ოცნების მხარდამჭერი სუვერენულ ერთა ევროპის (ESN) შესწორება, რომლითაც "ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას".
"ქართული ოცნების მეგობრებმა კრემლსა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებში, როგორიცაა ESN, შემოგვთავაზეს შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს", — განაცხადა იუკნევიჩიენემ 8 ივლისს გამართულ დებატებზე.
შესწორების მიხედვით, ESN "აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერებას, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმურ გამოხატულებას უცხოური პოლიტიკური ზეწოლის ფონზე; პატივს სცემს საქართველოს მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორობების გადახედვას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული ინტერესების დაცვა".
- ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვა, სანქციები ივანიშვილს - რა წერია ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში, რომელსაც დღეს განიხილავენ
- "ოცნების" მხარდამჭერმა ESN-ის პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში დააინიციირა შესწორება, რომლითაც საქართველოს "ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება"
- რასა იუკნევიჩიანე: "იმედია მაქვს, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ [საქართველოს შესახებ] ანგარიშს"
- მარტა კოსი: "საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითიდღე ირყევა, "ქართული ოცნების" რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო"
- ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით დებატები 8 ივლისს გაიმართება
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები