რუსეთის მხრიდან დაბომბვის შემდეგ უკრაინამ რუსულ ავიაბაზას შეუტია
უკრაინის განაცხადებით, მათ რუსეთში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, ბორისოგლებსკის ავიაბაზას დაარტყეს, მაშინ როცა რუსეთმა უკრაინაზე ასობით დრონის შეტევა განახორციელა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ვორონეჟის რეგიონში მდებარე ავიაბაზა რუსეთის Su-34, Su-35S and Su-30SM ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განლაგების მთავარი ცენტრია. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საბრძოლო მასალის საწყობი, სატესტო თვითმფრინავი და, სავარაუდოდ, სხვა ტექნიკაც. ABC News-ზე დაყრდნობით, რუსეთის მხრიდან კომენტარი ამ დროისთვის არ გაკეთებულა.
ამის პარალელურად, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელა — უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ჯამში 322 დრონი და დრონის მსგავსი მოწყობილობა გამოუშვა. მათგან 157 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო, კიდევ 135 დრონი ელექტრონული ჩარევის შედეგად გაითიშა.
მთავარი სამიზნე უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ხმელნიცკის რეგიონი იყო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სერიოზული ზარალი ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. კიევში კი, წინა ღამით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 26 დაშავდა.
ეს მოვლენები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განვითარდა. ზელენსკის თქმით, საუბარი კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი იყო, ხოლო მთავარი თემა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება და ერთობლივი შეიარაღების წარმოების საკითხები იყო. ტრამპმა საუბარი "ძალიან კარგად" შეაფასა, თუმცა ომის დასრულების პერსპექტივაზე თქვა: „არ ვიცი, ვერ გეტყვით მოხდება თუ არა ეს.“
ამ ფონზე, აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნაწილი დროებით შეაჩერა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით შეიარაღება. ევროპელი პარტნიორები ეძებენ გზებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, თუმცა როგორც ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული სამხედრო მრეწველობის განვითარებას დრო დასჭირდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ასევე 94 უკრაინული დრონი გაანადგურეს გასული ღამით და დამატებით 12 დილას ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები