ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს
ოთხშაბათს, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მიიღო კანონი, რომლითაც ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობა შეაჩერა.
CNN წერს, რომ გაურკვეველია, როდის ამოქმედდება ახალი კანონი, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ირანს გზა გაუხსნას, აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამა ატომური ენერგიის სააგენტოს ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარეშე.
ირანი IAEA-ს ადანაშაულებს ისრაელთან ერთად თანამშრომლობაში და ასევე იმაში, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ისრაელს აწვდის ინფორმაციას ბირთვული ობიექტების მდებარეობის შესახებ. ამ ბრალდებას სააგენტო უარყოფს.
CNN-ის ცნობით, კვირას, IAEA-მ განაცხადა, რომ აშშ-ის იერიშებმა ირანის ბირთვული საწარმოების სრული დაზიანება ვერ შეძლო და თეირანს შეუძლია ურანის რაოდენობის გაზრდა რამდენიმე თვეში აღადგინოს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, პეზეშკიანმა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციას, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს კანონის აღსრულება დაავალა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის გადაწყვეტილებას "მიუღებელი" უწოდა და თეირანს "სრულფასოვანი თანამშრომლობისკენ" მოუწოდა. სახდეპის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ირანს "აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს კურსი და აირჩიოს მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა".
გერმანიის განცხადებით, ფეზეშქიანის ნაბიჯი "კატასტროფული სიგნალია".
"დიპლომატიური გამოსავალისთვის მნიშვნელოვანია ირანმა იმუშაოს IAEA-სთან ერთად". განუცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარტინ გიზემ, — იუწყება AFP.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე ირანის გადაწყვეტილებას "შემაშფოთებელი" უწოდა. მან გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოსაზრება გაიმეორა და მოუწოდა ირანს, ითანამშრომლოს IAEA-სთან.
წინა თვეს ისრაელმა ირანზე მოულოდნელი შეტევა განახორციელა, რომელიც მიმართული იყო მისი სამხედრო მეთაურების, ბირთვული ობიექტებისა და იმ მეცნიერების წინააღმდეგ, ვინც მუშაობს ირანის ატომურ პროგრამაზე. მომდევნო კვირას აშშ-მ ისრაელის მხარდასაჭერად საჰაერო შეტევა განახორციელა 3 ირანულ ბირთვულ საწარმოებზე. 12-დღიანი კონფლიქტი ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტით დამთავრდა.
ბოლო თავდასხმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ განაგრძობს ურანის გამდიდრებას "მშვიდობიანი" ბირთვული პროგრამისთვის. IAEA-ს განცხადებით, აშშ-ის იერიშებმა ვერ შეძლო მათი ბირთვული პროგრამის სრულ დაზიანებას და ირანს შეუძლია ურანით გამდიდრება გააგრძელოს რამდენიმე თვეში.
ასევე იხილეთ:
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები