გიორგი ვაშაძე: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა
"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა... გგონია პატიმრობით შეგვაშინებ? შენი არავის არ ეშინია", — ასე მიმართა სტრატეგია აღმნაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც მის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მას და მის თანაგუნდელებს კიდევ უფრო აძლიერებთ. მან ოპოზიციურ სპექტრს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გამარჯვება გარდაუვალია.
"მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ვიტყვი — ჩემი პატიმრობა მართლა არაფერი არ არის იმასთან შეფარებით, რა უსამართლობაც დღეს ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად, ყელა ჩემს თანაგუნდელს, ყველას ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, ძალიან ბევრმა პატრიოტმა გაიარა იგივე გზა, რასაც ახლა გავდივარ მე, რასაც გადიან ჩემი მეგობრები, ვინც უკვე საპატიმრო დაწესებულებაში არიან, სინდისი პატიმრები, ვინც იქ არიან და დარწმუნებული ვარ გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც მე და სხვა კი არა, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა და იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს და შენ შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ვერასდროს ჩვენ გატეხვას ვერ შეძლებ. გგონია პატიმრობით შეგვაშინებ? შენი არავის არ ეშინია, იმიტომ რომ შენც, მთელი შენი გარემოცვა თქვენ ხართ არარაობები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამოფარებული ხართ საპოლიციო რეჟიმს. ქუჩაში გასვლისაც გეშინიათ, ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში, სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, სად არის ჩვენი განვითარება, სად არის საქართველო, რომელიც რეფორმების მაგალითი იყო, სად არის ინვესტიციები, რომელიც ახლა ქვეყანაში უნდა შემოდიოდეს. რამდენი სამუშო ადგილი შექმენით?! ერთადერთი რაც გააკეთეთ ციხეებს ავსებთ პოლიტიკური პატიმრებით, სინდისის პატიმრებით.
მინდა მივმართო საზოგადოებას, ერთადერთი გზავნილი მაქვს დღეს — ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა, მხოლოდ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს გამარჯვება, გამარჯვებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რაც უფრო მალე დავინახავთ, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება და ერთმანეთი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ, ჩვენ მალე მივაღწევთ გამარჯვებას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო, ადამიანობა, ღირსება, ოჯახი — ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის" — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში ელოდებოდა. გიორგი ვაშაძეს ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდნენ. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
შეგახსენებთ, ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია და ნიკა მელია. გვარამიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ დღესვე გამოცხადდეს ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენიც.
ასევე იხილეთ:
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები