თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისის ლანდშაფტის მოდელირების სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ფოტო: თიბისი
2025 წლის სექტემბერში, უბნის კვლევითი პროგრამა — ქვების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი, რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის უნივერსიტეტის გუნდთან, სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას უბნის კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.
რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც აზროვნების ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს სივრცისა და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბის მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.
სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.
რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის, ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.
მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები