"მე ადამიანის უფლებების სპეციალისტი ვარ თქვენგან განსხვავებით" — თეა წულუკიანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს
ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერმა, თეა წულუკიანმა ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა, რომ მას ქართული ოცნების წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა “რცხვენია”.
"ადამიანებს შარშან აუკრძალეს მიმოსვლის უფლება, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში ჩართული და არიან პოლიტიკოსის ოჯახის წევრები. ეს არის კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლება — იმიტომ, რომ შენი ქმარი, ცოლი მეზობელი თუ ვიღაცა არის ჩართული ქართული ოცნების მხარეს, იმას გადაადგილების უფლებას უზღუდავენ. ეს არ არის თქვენი საქმე?
თქვენ მაშინ უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ შეიტანე სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი. აი, ეს არის თქვენი საქმე. [...] იცავდეთ ხმალამოღებული ყველას განურჩევლად და თქვენ ყველას ხმალამოღებით განურჩევლად არ იცავთ. იმიტომ, რომ ჩვენი არსებობის გრცხვენიათ. [...] თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა.
შარშან, საანგარიშო პერიოდში, საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები დეპუტატებზე იყო, მათ ოჯახის წევრებზე საკუთრების უფლებები დაირღვა, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ თქვენ გრცხვენიათ ამაზე ლაპარაკი. [...] თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? მე ჩემსას გეტყვით..." — თქვა წულუკიანმა
შემდეგ ლევან იოსელიანმა თეა წულუკიანს უპასუხა — "არა ისეთ რაღაცას მეუბნებით, აშკარა სხვადასხვა წარმოდგენები გვაქვს ადამიანის უფლებებზე", რაზეც ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერმა სახალხო დამცველს მიმართა, რომ ის მისგან განსხვავებით "ადამიანის უფლებების სპეციალისტია".
"მე ადამიანის უფლებების სპეციალისტი ვარ თქვენგან განსხვავებით. [...] თქვენ დაიჯერეთ როგორმე რაც არ უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, განურჩევლად იმისა ვინ არღვევს ამ უფლებას," — თქვა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიში წარადგინა და ვრცლად ისაუბრა 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები