ირაკლი კობახიძე ალბანეთში ევროპული საზოგადოების სამიტზე ჩავიდა
ფოტო: ტვ პირველი
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპული საზოგადოების სამიტზე ჩავიდა. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც ევროპულ უსაფრთხოებას შეეხება.
ევროპული გაერთიანების რიგით მეექვსე შეხვედრა ასეა დასათაურებული: "ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში, ერთობა – თანამშრომლობა – ერთობლივი მოქმედება".
როგორც ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, სამიტი ერთდღიანია.
"ფორმატს რაც შეეხება, არის ერთდღიანი საკმაოდ დატვირთული. ერთადერთი სადაც შეიძლება იქ შეხვედრები გაიმართოს, არის დერეფნები, ასეც ხდება ხოლმე. დერეფნებში, როგორც წესი, ხვდებიან ერთმანეთს ლიდერები და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენც. როგორც წესი, გამორიცხულია, ასეთი სესიის დროს არ მოგეცეს სულ მცირე 6-7 ლიდერთან გასაუბრების საშუალება. ჩვენ არც მოგვითხოვია შეხვედრები, მაგრამ ადგილზე ვეცდებით, ყველას გავესაუბროთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ლიდერებთან შეხვედრისას რა იქნება მთავარი გზავნილები, კობახიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებულ ღია წერილში გახმოვანებულია სწორედ ის გზავნილები, რაც საქართველოს აქვს.
"პრეზიდენტს ტრამპის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ ღია წერილში ჩვენ რაც გავახმოვანეთ, ეს არის ძირითადად ჩვენი გზავნილები. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, ეს არის სამართლიანობა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, 4 ომი გვაქვს გამოვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გვაქვს გამოვლილი ასევე არაერთი საერთაშორისო მისია. ჩვენი 32 ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავდა წარმოდგენილი, იგივე ავღანეთი რომ ავიღოთ, აბსოლუტურ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზე ვიყავით ჩვენი მისიით. ამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ასეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, სად არის დაფასება. არავითარი დაფასება. რაც შეეხება დემოკრატიას, ამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ 12 წლის განმავლობაში, სად არის ამის დაფასება. არავითარი დაფასება, არავითარი გათვალისწინება. ერთადერთი გზავნილი რაც შეიძლება გვქონდეს, საკვანძო, ძირითადი გზავნილი, ჩვენ ხომ ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ - ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზე შეიძლება ყველასთან საუბარი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 მაისს, ალბანეთის დედაქალაქში ევროპის პოლიტიკური ლიდერების მე-6 სამიტი გაიმართება, სადაც 44 ევროპული ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან.
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა 2022 წლის შემოდგომაზე პრაღაში შეიქმნა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, რომლის მიზანია დიალოგის განვითარება მთელ ევროპაში, მათ შორის როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამწვავების პერიოდში. იდეა დაიბადა, როგორც პასუხი რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიან კონფლიქტზე და ევროპული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი უფრო ფართო საფრთხეზე.
Berliner telegraph წერს, რომ სამიტზე ლიდერები, სავარაუდოდ, 15 მაისს, შუადღისას შეიკრიბებიან, ოფიციალური დისკუსიები კი 16 მაისს ტირანაში გაიმართება.
ღონისძიებისთვის მოსამზადებლად, ალბანეთის მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა სამიტის ორგანიზებისთვის დამატებითი საბიუჯეტო სახსრები. ოთხშაბათს გამართულ კაბინეტის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ 15 და 16 მაისი გზების დაგეგმილი დაკეტვისა და უსაფრთხოების ზომების გამო ტირანაში, კამეზში, ვორასა და კრუიაში მუნიციპალური თანამშრომლებისთვის სახალხო უქმე დღედ გამოცხადდება.
უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში, რომლებიც თანამედროვე ევროპული დღის წესრიგის ცენტრშია.
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები