აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე — თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში, უკვე ტრადიციულად, თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტი ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 2000 ნერგი დაირგო. აქცია პროექტის ნაპირზე ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავს და დაახლოებით 300 ჰექტარს შეადგენს. მდინარის მიერ ჭალის ტყის გავლით მოტანილ ჰაერის ნაკადს რუსთავის ინდუსტრიული ზონის განიავების ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა ეკოსისტემა განადგურდა. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
გარემოს დაცვა სტრატეგიული მიმართულებაა თეგეტა მოტორსისთვისაც, სწორედ ამიტომ კომპანია პროექტ "ნაპირზე"-ს მხარდამჭერია და გამწვანების მასშტაბურ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. მხარდაჭერის პარალელურად პროექტში თეგეტას თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის "ნაპირზე" შესახებ ინფორმაცია დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც არის განთავსებული და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევა.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "გარემოს დაცვითი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევენ და სხვადასხვა ინიციატივის ავტორები არიან. ჩვენ Tegeta.care-ის პარტნიორთან, პროექტთან "ნაპირზე" უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. სწორედ ამ თანამშრომლობის საერთო აქტივობაა გამწვანების მასშტაბური აქცია. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს მტკვრის ჭალას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროექტში ჩართულიყვნენ და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვაში. ამ გზით ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ასევე ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქ რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში".
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: "თეგეტა გრინ პლანეტში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართულებით. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა მოირღვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება და გვიხარია, რომ აღნიშნულ პროექტში ვერთვებით.
ზოგადად, თეგეტა გრინ პლანეტის პროფილი სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვერთვებით ისეთ ინიციატივებში, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს".
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ჭალის აღდგენის პირველი ეტაპი ქალაქში მდინარისპირა ტყის გაშენებას გულისხმობდა. პირველი საველე გასვლები და აქტივობები, მოხალისეებთან ერთად, 2023 წლის გაზაფხულიდან დაიგეგმა. ამჯერად გამწვანების მასშტაბურ აქციაში 150 მოხალისე ჩაერთვo, ადგილობრივი სკოლებიდან და ქვემო ქართლის სკაუტების ორგანიზაციიდან.
დათა ცინცაძე, პროექტის "ნაპირზე" თანაავტორი: "პროექტი 6 მეგობრის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენ რუსთავში გავიზარდეთ და კარგად ვაცნობიერებთ რეალობას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში შეიქმნა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ჭალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. გვსურდა, თითოეულ მოქალაქემდე მიგვეტანა ინფორმაცია რუსთავის ჭალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ადგილობრივი ეკოსისტემა დაირღვა და ქალაქმა გაწყვიტა კავშირი ამ უნიკალურ ტერიტორიასთან. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ კავშირის აღდგენაა.
ამჯერად დავრგეთ დამატებით 2000 ხე. მოხარულები ვართ, რომ თეგეტა მოტორსი აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი კომპანია კერძო სექტორიდან, რომელმაც პარტნიორობის სურვილი გამოთქვა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად იტვირთა".
პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის გამწვანებასთან ერთად, მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ფართომასშტაბიან ჩანაფიქრზე პროექტის "ნაპირზე" შემქმნელები საერთაშორისო პარტნიორებთან, მკვლევრებთან და მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში კი კერძო სექტორის ჩართვა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რათა გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები