ნინო სანადირაძე მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ნინო სანადირაძე მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ბრძანების ფოტოც გამოაქვეყნა.
"2016 წლის აგვისტოდან დღემდე.
თითქმის ცხრაწლიანი ისტორია.
ცხრა წელი — ხანდახან ცხოვრების სრული ეტაპია.
თითქოს არაფერია და ამ დროს — უამრავი რამ.
შორიდან დანახული არასრული ცხრა წელი, მხოლოდ სხვადასხვა ამბების ერთობლიობას ჰგავს, შიგნიდან კი — დიდი და პატარა ამბების ერთიანობას, თავისი ტკივილებითა და დიდი სიხარულებით.
მუზეუმი თავისთავადაც ისტორიაა, მაგრამ გასული ცხრა წელი უკვე ისტორიასთან ერთად ყოველდღიურობისგან იქმნებოდა და 3,165 დღისგან შედგება.
3,165 დღიანი ყოველდღიური ფიქრი, ძალისხმევა, მცდელობა — ხშირად ბრძოლა, ბრძოლა ყველაფერთან. ხშირად — საკუთარ თავთან. იმ რეალობასთან, ვისაც სჯეროდა ჩვენი და ვისაც არ სჯეროდა.
ცვლილებები ხშირად მრავალწლიანი წესების რღვევაა, მდინარის საწინააღმდეგოდ სიარულიცაა, კარგად დავიწყებული ძველის გახსენება და პატარ-პატარა ყუთებში ჩამალული დიდი საგანძურების პოვნაა.
იყო სიჯიუტე — დიდი და შეუპოვარი.
შეუძლებლობის შეძლების სიხარული — რომელიც მოაქვს შედეგს.
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ცხადი იყო განწყობებიცა და შემოთვლითი მოთხოვნები დამეტოვებინა დირექტორის პოზიცია, ამ დრომდე მხოლოდ კულუარულად ვიცოდი მოსალოდნელის შესახებ, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ, ელექტრონული სისტემით მიღებული დოკუმენტებით დადასტურდა.
რადგან ყველა წესისა და სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გავთავისუფლდი დაკავებული თანამდებობიდან და არ მომეცა საშუალება, საჯარო ანგარიში ჩამებარებინა თითოეული მოქალაქისთვის — იმ ადამიანებისთვის, რომელთა გადასახადებით ბიუჯეტი ივსება და რომელთა შევსებული ბიუჯეტითა და დამფუძნებლის, იგივე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ნებით, უფლებამოსილების ფარგლებში განვკარგავდით სახელმწიფო ბიუჯეტს — ვცდილობ, მოკლედ მაინც მოვყვე ზოგად შედეგებს.
2016 წლის აგვისტოდან 2025 წლის 1 აპრილამდე ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა, გვემასპინძლა, მოგვემზადებინა და გვემუშავა შემდეგზე:
— 27,177 საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე;
— 1,654 საგანმანათლებლო პროგრამა;
— 3,060 საფონდო ერთეული;
— 782 მედია გაშუქება;
— 37,363 ვიზიტორი;
— 34,451 დამთვალიერებელი;
— 1,565 შშმ პირი;
— 3,800 სოციალურად დაუცველი პირი;
— 510 გამოფენა და საჯარო ლექცია;
— 29,151 ღონისძიების სტუმარი;
— 7,976 ვიზიტორი International Museum Day-ის ფარგლებში;
— 5,739 IMD-ის დამთვალიერებელი;
— 3,668 IMD პროგრამის მონაწილე;
— 4,210 ექსკურსია.
არაერთი საერთაშორისო პროექტი და 6 საერთაშორისო კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, სტაჟირების პროგრამა, სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესების მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, ტრადიციული კონტექსტის აღდგენა და ისტორიული ნარატივების წინ წამოწევა, საფონდო საქმიანობა და კოლექციათა სისტემატიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო ლაბორატორიის დაარსება, სასწავლო პროგრამების შექმნა, სკოლის დაარსება და სხვა.
ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა, მათ შორის:
— მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინსტიტუციური წევრობა;
— ევროპის მუზეუმების ქსელი (NEMO);
— ევროპის მუზეუმების აკადემიის ნომინაცია და პრიზი;
— ევროპის მუზეუმების ფორუმის (EMYA) სპეციალური აღნიშვნა;
— საქართველოს კონსტიტუციის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას გზის ერთგულება;
— მემორიალიზებული პირების მემკვიდრეობის კვლევა და სამეცნიერო გამოცემების შექმნა;
— მწვანე პოლიტიკისა და ენერგოეფექტურობის დანერგვა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმის მზის ენერგიაზე გადაყვანა.
დავასრულეთ და გავხსენით:
— ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი;
— ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური მუზეუმი;
— გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი;
— სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური მუზეუმი;
— ათეულობით სამეცნიერო გამოცემა და სტატისტიკა, რომლის გარეშეც შეიძლება თამამად ითქვას:
ჩვენ შევძელით ჩვენი დამთვალიერებლების, სტუმრების, მეგობრებისა და ვიზიტორების სიყვარული.
შევძელით გაგვემართლებინა იმედები და გაგვეცრუებინა უიმედო მოლოდინები, გადაგველახა სევდა და სასოწარკვეთა და გვევლო წინ.
რადგან სულ რამდენიმე წუთის წინ, ყველა წესისა და სავალდებულო პროცედურის დარღვევით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, გავთავისუფლდი დაკავებული თანამდებობიდან და არ მომეცა საშუალება, ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის პირადად გადამეხადა მადლობა, წარმედგინა ახალი დირექტორი (რომელიც ამ დრომდე ჩემთვის უცნობია) ან დადგენილი წესით გადამებარებინა მიმდინარე საკითხები - მათ შორის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი:
— მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ახალი მუზეუგრაფიის გეგმა;
— ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები;
— თბილისის თოჯინების და სათამაშოების შენობა და მუზეუმის გახსნა;
— და უამრავი სხვა დაუმთავრებელი საკითხი.
და დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს - როდესაც პირველად აღვნიშნავთ სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეს - ჩემი კოლეგები, გუნდის წევრები და თანამშრომლებიც ამ საჯარო წერილით გაიგებენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებას.
იმედი მაქვს, რომ გუნდის თითოეული წევრი გააგრძელებს დაწყებულ სამუშაოებს და დარჩება ერთგული თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიის.
ამავე დროს, ვერ დავმალავ ჩემი განცდებს, მოლოდინებსა და საფრთხის შეგრძნებას, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობის პროცესს, მემკვიდრეობის დაუცველობას და იმ გაურკვევლობას, რაც შესაძლოა დააზიანოს გუნდურობა, წლობით შექმნილი ღირებულებები.
მაშინ, როცა პასუხისმგებლობა არ იშლება, მაგრამ სტრუქტურა რყევას იწყებს - ყველა მცირე ქმედებას შესაძლოა დიდი ზიანი მოჰყვეს.
მადლობა - თბილისის მუზეუმების გაერთიანების გუნდის თითოეულ წევრს, პარტნიორს, კოლეგას, ტექნიკურ ჯგუფს, კონტრაქტორებს, მხარდამჭერებს, მედია პარტნიორებს, ყველას ვისაც ერთი დღე მაინც უფიქრია საერთო საქმეზე და ერთი ღამე მაინც გაუთენებია ჩვენთან ერთად, და მათაც, ვისაც ამ ერთიანობაში პატარ–პატარა თუ დიდი ნაღმების დადება არ ეზარებოდა.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათიდან აღარ ვიკავებ დაკავებულ თანამდებობას, 7 აპრილს დაგეგმილი საჯარო ლექცია „მეხსიერების ტრანსფორმაცია და მეხსიერების პოლიტიკა“ აუცილებლად ჩატარდება.
ზოგჯერ შეჩერება — დასაწყისიც შეიძლება იყოს", — წერს ნინო სანადირაძე სოციალურ ქსელში.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები