გალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკში საწყობებისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი ჩატარდა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში. ამის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტმა მოამზადა კვლევა, რომელიც თბილისის საწყობების ინდუსტრიის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე იყო ფოკუსირებული.
გალტ & თაგარტის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 40 კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 40%-მდე ქმნიან. შედეგებმა აჩვენა, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ამ საჭიროებას საკუთარი საწყობების აშენებით დააკმაყოფილებს. პარალელურად, იზრდება მიწოდებაც — 2025-26 წლებში დაგეგმილი პროექტები არსებულ სასაწყობე ფართს 33%-ით გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე, ასევე გაიზარდა იჯარის ფასებიც. თბილისში მშრალი საწყობის საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე $5-6 ფარგლებში მერყეობს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით იჯარის ვარიაცია მაღალია.
ვორქშოპზე ასევე განხილული იყო სასაწყობე ინდუსტრიის სხვადასხვა მოდელები, ევროპის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ბაზრის თავისებურებები.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
"დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დარგის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის კვლევის შედეგები გავაცანით, ხოლო მათი ჩართულობა, როგორც გამოკითხვაში, ისე დისკუსიაში ძალიან ღირებული იყო. ამ შეხვედრის მიზანი იყო ბაზრისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა და მიგვეღო უკუკავშირი, რათა უკეთ მოვერგოთ ბიზნესის საჭიროებებს და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები," — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.
"სასაწყობო და ლოგისტიკის სექტორი სწრაფად ვითარდება საქართველოში, ხოლო ბაზრის ტენდენციებზე დროული ინფორმირებულობა ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ როლს ასრულებს. გალტ & თაგარტში, როგორც კვლევების მიმართულებით მოწინავე ორგანიზაციაში, მუდმივად ვცდილობთ, ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ, ჩვენს პარტნიორებს ღირებული და საჭირო ინფორმაცია გავუზიაროთ და მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ", — განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები