ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემაზე თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრები” ბათუმში გაიმართა
ფოტო: თიბისი
ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები — ამ თემით ბათუმმა 2025 წლის თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრების“ პირველ სესიას უმასპინძლა. თემის ირგვლივ საუბრები არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის — თუ როგორ უნდა მოახერხოს ორგანიზაციამ საორგანიზაციო სტრატეგიის შემუშავება და სტრუქტურის გაუმჯობესება, რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას ფინანსების მოძიებისა და სწორად დაგეგმარებისათვის.
როგორ წესი, ესა თუ ის ბიზნესორგანიზაცია განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. აღნიშნულ პროცესს პერიოდულად, როგორც წინსვლა, ისე უკუსვლა ახასიათებს, შესაბამისად, აუცილებელია მენეჯერმა, ხელმძღვანელმა სწორად განსაზღვროს და დაგეგმოს კომპანიის განვითარების დინამიკა, რათა არ შეჩერდეს ან შეწყდეს განვითარების განგრძობადი პროცესები. შეხვედრის მონაწილეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, სადისკუსიო თემის ირგვლივ თავიანთ გამოცდილებასა და მიდგომებზე ფინანსური ექსპერტი შალვა ახრახაძე, ლუკა პოლარეს გენერალური დირექტორი თიკო გობეჯიშვილი და კოოპერატივ მოცვნარის დირექტორი ჯემალ ცეცხლაძე ესაუბრნენ.
“დღეს ვილაპარაკე, როგორც ბიზნესის, ისე საკონსულტაციო გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, სულ სხვადასხვა ინდუსტრიაში, სხვადასხვა მასშტაბის ბიზნესსა და ფინანსურ ლაბორატორიაში დაგროვდა და მაქსიმალურად შევეცადე , ეს გამოცდილება მიმეტანა მსმენელამდე, რათა მათ უკეთ დაინახონ, შეაფასონ და შეძლონ თავიანთი ბიზნესის პერსპექტივების ანალიზი”. - აღნიშნა შალვა ახრახაძემ.
ფოტო: თიბისი
ლუკა პოლარეს გენერალურმა დირექტორმა თიკო გობეჯიშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც პატარა კომპანიებმა დიდ კომპანიებად ჩამოყალიბების, ერთგვარი ტრანსფორმაციის პროცესში უნდა გადალახონ.
“ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს ძლიერსა და სუსტ მხარეებს და უნდა შევძლოთ სწორი დაგეგმვა — რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და საით გვინდა რომ ჩვენი კომპანია წავიდეს. იმავდროულად, აუცილებელია სწორი ფინანსური დაგეგმარება და გათვლა იმისა, რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ. ორგანიზაციის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თანამშრომლებთან სწორ კომუნიკაციას, მათზე ზრუნვას, მათში მეტი მოტივაციის გაღვივებას. როდესაც იზრდება კომპანია, მას მეტად სჭირდება თანამშრომლებთან სწორი მუშაობა, რათა მათ შეძლონ სამუშაოს სწორად გადანაწილება, რთული ოპერაციების გამკლავება. პატარა კომპანიები მოქნილია, ყველა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ, როდესაც იზრდება კომპანია, ამ დროს მეტი ფორმალობები შემოდის, სტრუქტურა იცვლება, როლები ჩნდება. შესაბამისად, ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი ტექნოლოგიების შემოტანა, ტექნოლოგიებში ვგულისხმობ, როგორც დანადგარებს, ისე ERP-ის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ წარმადობა და უკეთესად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებელს. უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ორგანიზაცია ისე, რომ გაიზარდოს ჩვენი პროდუქციის ხარისხი. სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება, ხარისხს აღარ აქცევენ ყურადღებას, რაც ძალიან დამაზიანებელია ორგანიზაციული ზრდისა და განვითარებისთვის”, - აღნიშნა თიკო გობეჯიშვილმა.
ფოტო: თიბისი
კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ლუკა პოლარემ საზოგადოებაში ნდობის მოპოვება და ამდენი წლის განმავლობაში მისი შენარჩუნება, გენერალურმა მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ამის მიზეზი მომხმარებელთან გულწრფელი ურთიერთობა, მათ საჭიროებებზე მორგება და მაღალი ხარისხია, რასაც ისინი არასდროს ღალატობენ.
დისკუსიის მონაწილეებს თავის ბიზნესსა და განვლილ ეტაპებზე საინტერესო გამოცდილება გაუზიარა მოცვნარის დირექტორმა, ჯემალ ცეცხლაძემ. მისი განმარტებით, იქედან გმომდინარე, რომ მოცვის წარმოება ახალი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში, საკმარისი კვალიფიციური ცოდნა და კომპენსაცია არ არსებობს საამისოდ, რომ უფრო მარტივად, გამართულად და სწორი დაგეგმარებით იმართოს მთელი რიგი პროცესებისა.
“უშუალოდ, ოპერაციის პირობებში თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეცდომა, რომელიც აფერხებს კომპანიის განვითარებას. მაგრამ, ეს უკვე წარსულია ჩემთვის, რადგან, დროთა განმავლობაში შესაბამისი ცოდნა დაგროვდა, უკვე ახალი პროექტების განხორციელება დავიწყეთ, უფრო მეტი გამოცდილებითა და კომპეტენციით, რომლისთვისაც გამოვიყენეთ, როგორც შიდა რესურსი, ისე მოწვეული სპეციალისტების კვალიფიკაცია. ისინი გვეხმარებოდნენ სხვადასხვა საოპერაციო პროცედურის დაგეგმვაში, მომსახურე პერსონალის კვალიფიციურ გადამზადებაში. გვიზიარებდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ, წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას. დღეს, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საქმიანობა ერთგვარად წარმატებულად ითვლება, უკვე გვაქვს ინტენსიური, გამართული ბაღები, რომლებიც თამამად გვაძლევს სოლიდური სამომავლო პერსპექტივის შესაძლებლობას. ჩვენც, ვცდილობთ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ საკუთარი წარმოების კუთხითაც და გავუზიაროთ ახალდამწყებ კომპანიებსაც, რომლებიც დაინტერესებული არიან მოცვის წარმოებით.” — აღნიშნა ჯემალ ცეცხლაძემ.
ფოტო: თიბისი
როგორც სპიკერებმა, ისე შეხვედრის მონაწილეებმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრების” სერია ძალიან კარგი პლატფორმაა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ. ის სივრცეა, სადაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და ერთად ეძებენ გზებს, ამა თუ იმ მიმართულებით არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები