დუბლინში ქალის ქანდაკებას "ხელების ფათურით" მკერდზე ფერი გადაუვიდა — ქალაქში მის დაცვას ითხოვენ
ფოტო: Marek Śliwecki
1988 წელს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოლი მელოუნის ქანდაკება დაიდგა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც კალათებშემოწყობილ ურიკას მიაგორებს, ირლანდიაში მუშათა კლასის სიმბოლოდ მიიჩნევა. უცნობია, მოლუსკების გამყიდველი მელოუნი ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა, მაგრამ მისი სახელი ქვეყანაში იმდენად ცნობილი გახდა, რომ სიმღერები და ნახატებიც მიეძღვნა, თავად ქანდაკება კი დუბლინის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.
თუმცა, როგორც ჩანს, ტურისტები ქანდაკებას შეუფერებლად ექცევიან. 23 წლის ირლანდიელი სტუდენტი ტილი კრიპუელი ცოტა ხნის წინ მოწოდებით გამოვიდა, სკულპტურის დასაცავად ქალაქში ზომები მიიღონ. კრიპუელის თქმით, "ხელების ფათურით" ქალის ქანდაკებას მკერდზე ფერიც კი გადაუვიდა. სტუდენტი ამბობს, რომ "ამაზრზენ ქცევას" თავადაც არაერთხელ შესწრებია ბოლო წლებში, ეს კი "მომავალი თაობისთვის ძალიან ცუდი მაგალითია".
"ამან იმდენად გამაღიზიანა, რომ აუცილებლად უნდა მემოქმედა შესაჩერებლად", — აღნიშნავს კრიპუელი.
სტუდენტის მოწოდებას კი შედეგი ნამდვილად მოჰყვა: დუბლინის საკრებულომ განაცხადა, რომ ქანდაკებას შეაკეთებენ და შემაღლებულ პიედესტალზე დადგამენ, ამასთან, ტურისტულ კომპანიებს მოუწოდებენ, მათ მომხმარებლებს სკულპტურასთან შეხება აუკრძალონ.
კრიპუელის თქმით, ზოგიერთი ტურისტი შეიძლება თავის ქმედებას არასწორად არ თვლიდეს, რადგან "ეს, უბრალოდ, ქანდაკებაა", მაგრამ მოლი მელოუნი ირლანდიურ კულტურაში ქალის რეპრეზენტაციის ერთ-ერთი იშვიათი სახეა. თუმცა, სტუდენტი ამბობს, რომ დუბლინში კაცების ქანდაკებები უფრო მაღალ კვარცხლბეკებზე დგას, მათი სტატუსის ხაზგასასმელად.
ქალაქის დამთვალიერებლების ქცევა კი ერთი ურბანული ლეგენდითაც შეიძლება აიხსნას: ამბობენ, რომ სკულპტურის მკერდზე შეხება ბედ-იღბლის მომტანია. ამ თქმულებას ტურისტული კომპანიებიც იყენებენ; მაგალითად, ერთ-ერთის ვებსაიტზე წერია, რომ "თუკი ქანდაკებას მკერდზე შეეხები და ფოტოს ისე გადაიღებ, ამ ქალაქში აუცილებლად დაბრუნდები".
კრიპუელი კი ამბობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ერთ ქანდაკებას ან დუბლინს არ უკავშირდება და მაგალითად მოჰყავს შექსპირისეული ჯულიეტას სკულპტურა ვერონაში.
-
სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ
გადახედვა
-
შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი? გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება | მხოლოდ არქელი პატარებისთვის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება | მხოლოდ არქელი პატარებისთვის
-
ტირანოზავრ Gus-ის საწყისი ფასი Sotheby's აუქციონზე $30 მილიონი იქნება ტირანოზავრ Gus-ის საწყისი ფასი Sotheby's აუქციონზე $30 მილიონი იქნება
გადახედვა
-
გიორგი ტყემალაძე: უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება გიორგი ტყემალაძე: უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: თუ ნახავთ, რომ ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ კახა კალაძე: თუ ნახავთ, რომ ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ
გადახედვა
-
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, დღეიდან, 2 ივნისიდან ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, დღეიდან, 2 ივნისიდან ამოქმედდება
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ
გადახედვა
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
კომენტარები