მეგან მარკლის ახალი სერიალი "სიყვარულით, მეგანი" კრიტიკის ქარცეცხლშია
ფოტო: ნეტფლიქსი
მეგან მარკლის ახალ შოუს ნეტფლიქსზე - “სიყვარულით, მეგანი” (With Love, Meghan) სამშაბათის პრემიერის მერე ბრიტანული პრესა აკრიტიკებს. ეს სამეფო წყვილის მორიგი მედია პროექტია, რომელიც მაყურებელთან კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს.
იანვარში, ლოს-ანჯელესის ხანძრების გამო გადადებული "სიყვარულით მეგანი"-ს რვავე სერია სამშაბათს გამოქვეყნდა. ეს, 100 მილიონ დოლარად შეფასებული შეთანხმების ფარგლებში, მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის მორიგი პროექტია ნეტფლიქსთან.
თითოეულ ეპიზოდში მარკლი საკუთარ სახლში იწვევს ცნობილ მეგობრებს, უზიარებს მათ რჩევებს სახლის მოწყობისა და სამზარეულოს თემებზე, რაც კრიტიკოსებს მართა სტიუარტის კონტენტს ახსენებს.
მეგან მარკლი ახალ სერიალში "სიყვარულით, მეგანი"
ფოტო: ნეტფლიქსი
გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს შორის არიან მსახიობი და სცენარისტი მინდი ქეილინგი, მეგანის ყოფილი სერიალის Suits თანავარსკვლავი აბიგეილ სპენსერი, არგენტინელი სპორტსმენი და ინფლუენსერი დელფინა ბლაკიე, ასევე ცნობილი შეფები როი ჩოი და ელის უოთერსი.
ბრიტანული პრესის დიდი ნაწილი შოუს მწვავედ აკრიტიკებს. The Independent-ის კრიტიკოსმა ქეითი როსეინსკიმ მას ხუთი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი მიანიჭა და უწოდა "მძიმე და დამღლელი". მისი თქმით, შოუ ცდილობს იყოს ერთდროულად როგორც მდიდრული, ისე ახლოს, მაგრამ ეს ვერ გამოსდის.
The Guardian-ის სტიუარტ ჰერიტიჯმა შოუ შეაფასა როგორც "უსახური ცხოვრების სტილის შინაარსი" და აღნიშნა, რომ ეს ჰარისა და მარკლის ზედიზედ მესამე წარუმატებელი პროექტია ნეტფლიქსზე, მათი დოკუმენტური სერიების — "Heart of Invictus" და "Polo" — შემდეგ.
ბრიტანულმა The Times-მა შოუს ორი ვარსკვლავი მიანიჭა, მარკლის შემოქმედებით ნიჭს ხაზგასმით აღნიშნავს, მაგრამ მის "იძულებით მხიარულ" ხასიათს აკრიტიკებს. გამოცემა მიუთითებს, რომ შოუ მდიდრული და ექსკლუზიური ცხოვრების წესს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ყველასთვის იყოს შესაძლებელი.
The Telegraph-ის ანიტა სინგმა, ასევე ორვარსკვლავიანი შეფასებით, შოუს "ნარცისული პროექტი" უწოდა და მისი კონცეფცია აღწერა როგორც, "მეგანი ხალხს თავის ვითომ სახლში იწვევს, ისინი კი მას საოცრად აქებენ. ეს რვა ეპიზოდის განმავლობაში მეორდება."
ზოგიერთი გამოცემა შედარებით პოზიტიური შეფასებით გამოირჩა. Vogue-მა აღნიშნა, რომ შოუს ზოგიერთი სეგმენტი, როგორიცაა ყვავილების განლაგება და კულინარია, "საინტერესო და ხელშესახები" იყო. Harper’s Bazaar-მა კი ხაზი გაუსვა, რომ მარკლი საკუთარ "ფესვებს უბრუნდება", რაც მის 2014-2017 წლებში ბლოგინგის გამოცდილებას უკავშირდება. გამოცემამ შოუს "მეგობრული ცხოვრების წესის ვუაიერიზმსა" და "ნამდვილ სერვისულ შინაარსს" შორის "დელიკატური ბალანსი" უწოდა.
მეგან მარკლი ახალი სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში
ფოტო: ნეტფლიქსი
სამეფო წყვილმა, რომელიც 2020 წელს სამეფო ვალდებულებების შესრულებას ჩამოშორდა, ნეტფლიქსთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. მათი პირველი პროექტი 2022 წელს ექვსნაწილიანი დოკუმენტური სერიალი "Harry & Meghan" იყო, რომელიც წყვილის მიერ სამეფო ოჯახის დატოვებას ასახავდა. ეს ნეტფლიქსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დოკუმენტური პრემიერა იყო, თუმცა მაყურებლისა და კრიტიკოსების მხრიდან სხვადასხვანაირი შეფასებები მიიღო.
Rotten Tomatoes-ზე შოუს კრიტიკოსების 45%-იანი და აუდიტორიის 19%-იანი რეიტინგი აქვს. ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 60%-ს ამ დოკუმენტურის გამოსვლა ცუდ იდეად მიაჩნდა. The Wrap-მა 2024 წლის თებერვალში სამეფო წყვილის შეთანხმებას "ჰოლივუდური მარცხი" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი კონტროლისაკენ სწრაფვა და გამოცდილების ნაკლებობა ინდუსტრიაში, მათ პოპულარობას აფერხებს.
მეგან მარკლის მოკლევადიანი პოდკასტი Spotify-ზე "Archetypes" მხოლოდ 12 ეპიზოდს მოიცავდა და 2023 წლის ივნისში შეწყდა. Spotify-ის წამყვანმა ბილ სიმონსმა წყვილი "მატყუარებად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობა შეცდომა იყო.
პრინცმა ჰარიმ 2023 წელს გამოაქვეყნა მემუარები "Spare", რომელიც გაყიდვების რეკორდსმენად იქცა, თუმცა კრიტიკოსებისგან აქაც სხვადასხვა შეფასებები მიიღო.
Variety-ს ცნობით, მეგან მარკლი სერიალში სამეფო ოჯახს პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება მისი კომენტარების ნაწილს სამეფო ოჯახისადმი შეფარულ მინიშნებებად აღიქვამს.
ერთ-ერთ სცენაში, მარკლი ცხოვრების "ახალი თავის" დაწყების აღსანიშნად ჭიქას სწევს და აღნიშნავს, რომ ეს "იმ შემოქმედებითი პროცესის ნაწილია, რომელიც ასე ძალიან მომნატრებია," The Independent წერს, რომ შესაძლოა, ეს ეხებოდეს მის სამეფო ოჯახში გატარებულ პერიოდს, როდესაც მან თავისი შემოქმედებითი კარიერა შეწყვიტა.
სხვა ეპიზოდში მარკლი თავის ვიზაჟისტს, დენიელ მარტინს წარადგენს და ამბობს, რომ ის მის ცხოვრებაში "მანამდე, მაშინაც და შემდეგაც" იყო, რაც Variety-ს მიხედვით, შესაძლოა კვლავ მის სამეფო პერიოდს ეხებოდეს.
კიდევ ერთ სცენაში, მარკლი მინდი კალინგთან საუბრობს, რომელიც მას "მეგან მარკლად" მოიხსენიებს. მარკლი პასუხობს: "სასაცილოა, რომ მეგან მარკლს მეძახი. ხომ იცი, ახლა მე სასექსი ვარ," – დასძენს, რომ მისთვის "მნიშვნელოვანია" ეს სახელი, რომელსაც ქმარსა და შვილებთან იზიარებს.
ფინალურ ეპიზოდში, სადაც მეგანი მეგობრებთან ბრანჩს მასპინძლობს, მოკლე დროით პრინცი ჰარიც გამოჩნდება.
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
კომენტარები