ზელენსკი მზადაა, კვლავ განიხილოს ტრამპთან წიაღისეულის შეთანხმება
ფოტო: The Guardian
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის კვლავ მზადაა განიხილოს წიაღისეულის შესახებ შეთანხმება კიევსა და ვაშინგტონს შორის და სურს შეერთებულ შტატებთან "კონსტრუქციული დიალოგი".
BBC-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მზად, უკან დაბრუნდეს თეთრ სახლში და ხელახლა განიხილონ სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების დეტალები ტრამპთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა:
"მე საცდელად არ მოვსულვარ. მე მატარებლით 12 საათი ვიმგზავრე, შემდგომ 11 საათით ვიფრინე, რადგან აშშ-ს პრეზიდენტმა მიმიწვია და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩემთვის პატივია, ვიყო თეთრ სახლში, როდესაც პრეზიდენტისგან მოწვევას ვიღებ".
2 მარტს ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში მისი ბოლო შეხვედრის გარემოებას არ მოუტანია სარგებელი არც შეერთებულ შტატებისთვის და არც უკრაინისთვის, როგორც პარტნიორებისთვის, ის მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის იყო სარგებლიანი. ამასთან, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მიწვევის შემთხვევაში თეთრ სახლში დაბრუნდება.
"მე უბრალოდ მინდა, რომ უკრაინის პოზიცია მოისმინონ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაიმახსოვრონ, ვინ არის აგრესორი ამ ომში", — განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ბრიტანეთის დედაქალაქში მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა, რომლის დროსაც ევროპელი ლიდერები უკრაინასთან ურთიერთქმედების ოთხპუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ, რათა შეაჩერონ ომი და დაიცვან კიევი მომავალი რუსული აგრესიისგან.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრი: გარიგება ახლა მაგიდაზე არ არის
DW წერს, რომ ამის პარალელურად, აშშ-ს სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა CBS News-სთან განაცხადა, რომ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება "ამჟამად მაგიდაზე არ არის".
"ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, სურს თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის გაგრძელება [სამშვიდობო მოლაპარაკების]. რა აზრი აქვს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელსაც განხორციელება არ უწერია, თუ მას სურს ბრძოლა გაგრძელდეს. პრეზიდენტ ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმება", — თქვა ბესენტმა.
მისივე თქმით, "პრეზიდენტ ზელენსკის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, მოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკურ შეთანხმებაზე" და მან "გადაწყვიტა მისი ჩაშლა".
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები