ეგზიტპოლის მიხედვით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ლიდერობს
ARD/Infratest-ის ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დაიკავა 29%-ით. მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია AfD ხმების 19.5%-ით.
ეგზიტპოლის თანახმად, შედეგები ასე ნაწილდება:
ქრისტიან დემოკრატები (CDU-CSU) - 29%
ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) - 19,5%
სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 16%
მწვანეები - 13.5%
მემარცხენეები - 8.5%
არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რამდენი პარტია შეძლებს ბუნდესტაგში შესვლას და 5%-იანი ბარიერის გადალახვას. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ბარიერის ზღვარზეა ორი პარტია - მემარცხენე-პოპულისტური, ევროსკეპტიკური სარა ვაგენკნეხტის კავშირი და ლიბერალური FDP. ამ პარტიების პარლამენტში შესვლა გაართულებს 2 პარტიის მიერ სამთავრობო კოალიციის შექმნას.
შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგმა 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
ეგზიტპოლის მიხედვით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე სოციალურ-დემოკრატიული პარტია კი მესამე ადგილზეა.
ოლაფ შოლცმა ოპოზიციის ლიდერს, ფრიდრიხ მერცს საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იღებს პარტიის წარუმატებლობაზე.
"არჩევნების შედეგს ვულოცავ ფრიდრიხ მერცს, ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ პარტიებს. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დემოკრატიისთვის ვიბრძვით, სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ულტრა-მემარჯვენე პარტია AfD-ს შედეგი არ არის რაღაც, რასაც დავივიწყებთ და შევეგუებით," — განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მთავრობაში კრიზისი 6 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ქრისტიან ლინდნერი, თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან (SPD), მწვანეებისა (GRÜNE) და თავისუფალი დემოკრატებისგან (FDP) შედგებოდა, ოფიციალურად დაიშალა.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები