ForSet- ის ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,"STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 11 თებერვალს, ForSet-ის ინიციატივითა და ბანკის მხარდაჭერით ღონისძიება — “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სფეროს ლიდერების გამოსვლებს და მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები, გაეგოთ მეტი STEM-ის შესახებ და გასცნობოდნენ ამ სფეროში კარიერულ შესაძლებლობებს.
ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, სალომე მეგრელიშვილმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა თემაზე: "სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი: რა მასწავლა ჩემმა კარიერამ Tech-ში“.
"მოხარული ვარ რომ აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს ბანკის სახელით მივიღე მონაწილეობა. დამსწრე აუდიტორიას ვესაუბრე ტექნოლოგიების სფეროში ჩემს გამოცდილებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე. საქართველოს ბანკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ციფრული პროდუქტების და ზოგადად სფეროს განვითარებაზე. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ტექნოლოგიური სფეროს შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სწორად განსაზღვრონ მათი სამომავლო პროფესია. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება გაიმართება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, სფეროს განვითარების ხელშეწყობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას“, — განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, სალომე მეგრელიშვილმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ForSet-ის მიერ და მისი პარტნიორები იყვნენ DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, UNDP-ისა და შვედეთის, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, IBCCS TAX, UN Women და ტერმინალი.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები