მეტროპოლი ისევ საერთაშორისო ფოკუსშია და The Global Economics Award-ის და Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვებულია
ფოტო: Metropol
გასული წელი მეტროპოლისთვის გამორჩეული იყო. 2024 წელს მეტროპოლმა სამი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და თბილისსა და ბათუმში მიმადინარე პროექტები მსოფლიო მასშტაბის დაჯილდოვებებზე წარადგინა.
ასეთივე წარმატებით დაიწყო 2025 წელიც. მეტროპოლი დამატებით 2 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ექვსი მიმდინარე, კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტით ქართული კომპანია მეტროპოლი The Global Economics-მა ყველაზე მზარდი დეველოპერების სიაში შეიყვანა და 2024 წლის გამარჯვებულად დაასახელა. ავტორიტეტული კონკურსი, ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, ბაზრის საუკეთესო მოთამაშეებს გამოავლენს და ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სწრაფი განვითარებისა და საქმიანობის დაწყებიდან ორ წელიწადში მოპოვებული მაღალი ნდობისათვის მიღებული საერთაშორისო ჯილდო მეტროპოლის წარმომადგენლებს დუბაიში გადაეცათ.
ფოტო: Metropol
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდთან და მომხმარებელთან ერთად მორიგ საერთაშორისო აღიარებას აღვნიშნავთ. ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანად წარმართვის პროცესში გადამწყვეტი სწორედ ეს ორი მთავარი რგოლია — ჩვენი გუნდი და მეტროპოლის მომხმარებელი. მათი ძალისხმევითა და ერთგულებით კომპანია სწრაფი ტემპით ვითარდება და თავისი წვლილი შეაქვს ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი გლობალურ ეკონომიკაში. ეს უკანასკნელი ფაქტორი The Global Economics Award-ის ჯილდოს მისაღებად მთავარი ინდიკატორია. აღიარების მოსაპოვებლად ბიზნესებს სწორედ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკის განვითარებაში საუკეთესო შედეგები მოეთხოვებათ.
გვეამაყება, რომ ახალ 2025 წელს კიდევ ერთი ჯილდოთი შევხვდით, რაც, ვფიქრობთ, როგორც კომპანიის, ისე ჩვენი არსებული თუ პოტენციური ბიზნესპარტნიორებისა და მობინადრეებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა“.
გლობალური ეკონომიკის დაჯილდოება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 15 იანვარს გაიმართა, The Global Economics Limited-ის მიერ იყო ორგანიზებული. ეს არის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ფინანსური გამოცემა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ ბიზნესებს გამოარჩევს და სამომავლოდ მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.
ჯილდოზე თავის წარდგენა ნებისმიერ კომპანიას მისი საქმიანობის შესაბამის კატეგორიაში შეუძლია, თუმცა საუკეთესოების გამოვლენა ჯერ დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულ შიდა კვლევით გუნდზე, შემდეგ კი საერთაშორისო ჟიურიზეა დამოკიდებული, რომელიც, თავის მხრივ, კონკრეტული კომპანიების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დეტალურად სწავლობს. პარალელურად, The Global Economics-ის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება სტატია ჯილდოზე წარდგენილი ბიზნესის შესახებ. მეტი გამჭვირვალობისათვის მასალა საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ქართული სამშენებლო კომპანიის პორტფოლიო დეტალურად შეისწავლა Luxury Lifestyle Awards-მაც და მეტროპოლი 2024 წლის ას საუკეთესო პრემიულ დეველოპერს შორის დაასახელა. საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ისეთ კომპანიებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის არეალში ახალ ტენდენციებს ნერგავენ, გამოირჩევიან ორიგინალური დიზაინით, ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით. Luxury Lifestyle Awards-ისთვის ქართული სამშენებლო კომპანიის საქმიანობა უცხო არ არის. ჯილდო მეტროპოლმა შარშან Metropol Oval-ისთვისაც მიიღო, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმროსთვის საქართველოში. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ დაინტერესდა საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსის წარმომადგენლობა საქართველოში დაფუძნებული დეველოპერული კომპანიით, რამაც „მეტროპოლს“ კიდევ ერთი ახალი გამარჯვება მოუტანა.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "თუ გასულ წელს Luxury Lifestyle Awards-ის ფოკუსში მეტროპოლი ერთი პროექტით მოექცა, ახლა უკვე ჯილდო უშუალოდ კომპანიას გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო აღიარება ჩვენს თითოეულ პროექტს ერგო.
ბაზარზე გამოჩენის დღიდან ვპოზიციონირებთ, როგორც დეველოპერი, რომლისთვისაც მშენებლობის პროცესში ყველა კომპონენტი, მომხმარებლის უსაფრთხოებისა და კომფორტისათვის საჭირო მცირე დეტალებიც კი მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, სწორედ ამ მიდგომის დამსახურებით გამოგვარჩიეს სამშენებლო სექტორში, სადაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
შერჩევის პროცესში დასახელებული კრიტერიუმები, მაგალითად, არქიტექტურული დიზაინი, მშენებლობის ხარისხი, გარემოს მდგრადობა, მომხმარებელთა მომსახურება და საერთო ბრენდის რეპუტაციაზე ზრუნვა მეტროპოლისათვის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ამის აღიარება ჩვენი გუნდისათვის დამატებითი სტიმულია, არსებული თუ პოტენციური მობინადრეებისათვის კი — სიმშვიდისა და კომფორტის გარანტია“.
წარმატების დამადასტურებელი კიდევ ერთი დოკუმენტი Luxury Lifestyle Awards-ისგან მეტროპოლმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. 2025 წელი კომპანიამ ორი ახალი საერთაშორისო ჯილდოთი და, საერთო ჯამში, თბილისსა და ბათუმში მდებარე ექვსი პროექტით დაიწყო.
დედაქალაქის საცხოვრებელი კომპლექსები სხვადასხვა უბანშია განთავსებული შემდეგ ლოკაციებზე: უკვე დასრულებული პროექტი ბაგებში, "მეტროპოლ ქავთარაძე“ საბურთალოზე და "მეტროპოლ ორთაჭალა“ ისტორიულ უბანში. თითოეულს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რომ მომხმარებელი თავისუფლად შეიძლება განიხილავდეს მას როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის "მეტროპოლ ბაგების“, "მეტროპოლ ქავთარაძისა“ და "მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი "მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
კომენტარები