აზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
28 იანვარს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტებისთვის სამოქალაქო უფლებების დამცველ ელშან კარიმოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აზერბაიჯანის სასამართლომ პოსტები ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდებად მიიჩნია.
კარიმოვი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, 2014 წლის აპრილში აზერბაიჯანში სტუმრობისას დააკავეს. ელშან კარიმოვის ძმამ, პარვიზ კარიმოვმა, ამერიკის ხმას დაკავების გარემოებები განუმარტა.
პარვიზის თქმით მისი ძმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და 1994 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა, აპრილში, სოფელ შავნიღბიანმა კაცებმა რუსტამლში დააკავეს.
"[ელშან კარიმოვი] მამის დაკრძალვაზე იყო ჩასული, გუშინ მამაჩემის გარდაცვალებიდან მეშვიდე დღე იყო, ხუთი შავნიღბიანი 2 მანქანით მოვიდა. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს აღრიცხავენ და მათ უნდა გაჰყოლოდნენ. მოგვატყუეს და ჩემი ძმა წაიყვანეს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თავიდან ჩემი ძმა რაიონის პროკურატურაში მიიყვანეს, ხოლო შემდეგ ბაქოში წაიყვანეს," — განუცხადა პარვიზ კარიმოვმა ამერიკის ხმას.
ელშან კარიმოვი ფეისბუქზე იყენებდა ზედმეტსახელს Alishan Kerimov-ს. მისი ბოლო ორი საჯარო პოსტი მამის გარდაცვალებას ეხებოდა. ის მადლობას უხდიდა ყველას სამძიმრისთვის. მეორე საქმეში, სავარაუდოდ, განსახილველი პოსტი აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობას ეხებოდა.
პოსტში კარიმოვმა პოლიტიკური პატიმრების ფოტოკოლაჟი გააზიარა, წარწერით: "რასაც ხედავ ამ პოსტში მხოლოდ "აისბერგის წვერია" იმ აზერბაიჯანში მყოფი 289 პოლიტიკური პატიმრიდან. სოციალური და პოლიტიკური აქტივისტების გარდა, რომლებსაც ვიცნობთ და მხარს ვუჭერთ, ბევრი ისეთი პოლიტიკური პატიმარია, რომელთა შესახებაც არ ვიცით".
ამ დღესასწაულებზე, არ დავივიწყოთ იმ პოლიტიკური პატიმრების შვილები, რომლებიც ჩვენს სოციუმში ცხოვრობენ. გვახსოვდეს მათი გასაჭირი და მსხვერპლი, რაც მათ გაიღეს. ყველანი მოვეხვიოთ მათ, არ დავივიწყოთ და არ დავუშვათ მათი დავიწყება. ყველამ მოვითხოვოთ მათი თავისუფლება!", — დაწერა მან.
სეიმურ ჰაზიმ, ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, OC Media-ს განუცხადა, რომ კარიმოვი მათი პარტიის წევრი არა, მხოლოდ მხარდამჭერი იყო. მისი აზრით, კარიმოვი ცრუ ბრალდებითაა დაკავებული.
კარიმოვის შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების რეპრესიის ბოლო მაგალითია.
Human Rights Watch, რომელიც აზერბაიჯანში ადამიანთა უფლებების მდგომარეობაზე ავრცელებს ცნობებს, ამტკიცებს, რომ "2023 წლის ნოემბრიდან დაწყებული, ხელისუფლებამ ამოიღო მიზანში სამი დამოუკიდებელი მედიასაშუალების — Abzas Media-ს, Toplum TV-ს, and Kanal 13-ის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები და მათ შეთითხნილი ბრალდებები წაუყენეს. 2024 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ დამატებითი სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა Abzas Media-ს ჟურნალისტებსა და ფარიდ მეჰრალიზადას, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდება, დოკუმენტების გაყალბება და ფულის გათეთრება".
მარტში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პოლიცია Toplum TV-ის ოფისში შეიჭრა, ჩამოართვეს მათ მთელი აღჭურვილობა და დალუქეს ოფისი. ასევე დააკავეს ხუთი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი, რომლებიც იზიარებდნენ საოფისე ფართს და თანამშრომლობდნენ Toplum TV-თან […]
2024 წლის აგვისტოში, სასამართლომ კაცი, რომელიც სოიუდლუში 2023 წლის გარემოსდაცვით საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ნარკოტიკების შენახვის ყალბი ბრალდებით გაასამართლა. კაცი, რომელმაც საპროტესტო აქციების დროს გამართული პლაკატები დაბეჭდა, დააკავეს.
Turan-ის ცნობით, აზერბაიჯანში 331 პოლიტიკური პატიმარია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები