ევროკავშირის ელჩი პროევროპულია აქციების დროს დაკავებულების ახლობლებს შეხვდა
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ელჩისგან საკმაოდ მკაცრი შეფასებები მოისმინეს.
"[ევროკავშირის ელჩს] არ მორიდებია ზუსტი სახელები ეწოდებინა იმ ადამიანებისა და მოვლენებისათვის, რაც ქვეყანაში ვითარდება — იყვნენ მწამებლები, იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული, იყო ცემა, დაშინებაა… ევროკავშირის ყველა ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს და გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ მთავარი მიზანი მიღწეული იქნას, რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება" — განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ, ზვიად ცეცხლაძის მამამ.
კიდევ ერთი პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ განაცხადა, რომ ელჩთან შეხვედრისას სანქციების უფრო გამკაცრებაზეც იყო საუბარი.
"იყო მკაცრი შეფასებები. დაგვპირდნენ, რომ უფრო მკაცრ სანქციებს მიიღებენ და უფრო მკაცრად გადახედავენ… გაოცებულები იყვნენ თითოეული საქმის მოსმენისას. ზედმეტად გაკვირვებულები იყვნენ. სიმართლე რომ ვთქვა, მაგათმა უფრო უწოდეს მწამებლები ამათ", — განაცხადა საბა სხვიტარიძის დედამ.
ანდრო ჭიჭინაძის დედამ აღნიშნა, რომ ელჩისგან ვითარების ადეკვატური შეფასება მოისმინა.
"ყველამ მოვყევით ჩვენი ამბავი, ძალიან კარგად მოგვისმინა [ელჩმა] და ღია ტექსტით ითქვა, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება გამოსულია წყობიდან", — განაცხადა ლიკა გუნცაძემ, ანდრო ჭიჭინაძის დედამ.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც, სადაც ნათქვამია, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ ყველა უსამართლოდ დაკავებულს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"დღეს ევროკავშირის ელჩი, თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა.
ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან.
ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს", — ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
-
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
გადახედვა
-
შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები