"მედიის ადვოკატირების კოალიცია" საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას გადადგომისკენ მოუწოდებს
მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას გადადგომისკენ მოუწოდებს. კოალიციის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დაუყოვნებლივი გადადგომა და მათ ნაცვლად მიუკერძოებელი, პროფესიონალი პირების შერჩევა.
"მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კონსტიტუციური და საკანონმდებლო ვალდებულებების სისტემატური დარღვევის გამო. მაუწყებელი, რომელიც ქართული ოცნების აშკარა გავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას. ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული საქმიანობა განსაკუთრებით საგანგაშოა დღეს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს ქართული ოცნების მიერ მიტაცებული არჩევნების, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს ქართული ოცნების მიმართ აშკარა მიკერძოებას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით. მაუწყებლის ხელმძღვანელობა სრულად უგულებელყოფს სამეურვეო საბჭოს და საკუთარი ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფორმატების გაფართოების შესახებ. ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ყოველდღიური აქციები ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც. პროტესტი გამოწვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, გასული წლის დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში საზოგადოებისთვის მცირე საეთერო დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა მალევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა. "ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად მოვითხოვთ, არხის ხელმძღვანელობის გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს!" — ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომლითაც 29 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ძველ შენობასთან განგრძობითი პროტესტის ორი თვის აღსანიშნად აქცია დააანონსეს.
სამეურვეო საბჭოს ნაწილი ცალსახად ემიჯნება საბჭოს თავმჯდომარის ვასიკო მაღლაფერიძისა და მისი მხარდამჭერი წევრების უსაფუძვლო კრიტიკას მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. კრიტიკის საფუძველია ასევე ის ფაქტიც, რომ მაუწყებელი არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, ამ შემთხვევაში კი უკანონო წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, რომელიც უკვე 18 დღე შიმშილობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის გარდა თვითონ საბჭოს წევრებისათვისაც კი პასუხგაუცემელია სერიოზული კითხვები დაკავშირებული მაუწყებლის მართვასთან, კერძოდ რა თანხები იხარჯება მაუწყებლის პროგრამების განსახორციელებლად, როგორ გამოიყურება სამაუწყებლო სეზონის გეგმაზე, რომელი გადაცემები იგეგმება ეთერში, რატომ არ ფუნქციონირებს დღის ეთერი, რა პრინციპით ნაწილდება ხელფასები, რა მექანიზმებით რეგულირდება შიდა ინტერესთა კონფლიქტები, აღნიშნულია განცხადებაში.
არსებულ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დაუყოვნებლივი გადადგომა და მათ ნაცვლად მიუკერძოებელი, პროფესიონალი პირების შერჩევა. აუცილებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის სრული უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა ნაწილის სამართლიანი მოთხოვნების სათანადო გათვალისწინება პროგრამული პოლიტიკის შემუშავებისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს საქართველოში", — ვკითხულობთ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები