ლევან იოსელიანი

25 Jan. 2025, 10:32

"არასოდეს გამიმართლებია მე პოლიციელზე თავდასხმა და არც გავამართლებ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს კონტექსტი, უნდა გვესმოდეს ადამიანის მდგომარეობა. რომ შევადაროთ, რამდენიმე დღეშიც მოხდა პოლიციელებზე თავდასხმა, სამწუხაროდ, 3 პოლიციელი დაჭრა ერთმა ადამიანმა და იგივე მუხლით მოხდა საქმის აღძვრა და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანი.

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და არ არის აუცილებელი ყოველთვის პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, იყოს გამოყენებული. შეიძლება იყოს გირაო, იყოს თავდებობა ან სხვა ფორმები, რომლების არ გულისხმობენ პატიმრობას. 

…ზოგადად, მარტო ქალბატონი მზიას შემთხვევას არ ვგულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში ამ ბოლო პერიოდში და მათ მიმართაც ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობის გამოყენება არ არის გამართლებული. მე არ ვიცი საქმეების მიხედვით რა მტკიცებულებებია, მაგრამ 40 საქმიდან ყველა როგორ არის ისეთი, სადაც პატიმრობის გამოყენება აუცილებელია? სადღაც ხო შეიძლება გირაო იყოს გამოყენებული ან სხვა ფორმა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  2. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  3. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
  4. შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ
  5. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი(სტუ) ბოდიშის მოხდას სამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ისაც სთხოვს. უნივერსიტეტი წერს,…